ჯოზეფ ბორელი - პუტინი მარცვლეულის ინიციატივიდან გასვლით მსოფლიოში ხელოვნურ შიმშილს ქმნის და კარგ შემოსავალს იღებს - მივიჩნევთ, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ მტკიცე რეაგირება უნდა მოახდინოს

პუტინი მარცვლეულის ინიციატივიდან გასვლით მსოფლიოში ხელოვნურ შიმშილს ქმნის და კარგ შემოსავალს იღებს, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა საგარეო საქმეთა საკითხებში ევროკავშირის საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„რუსეთი შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივიდან გავიდა და მსოფლიო კვლავ დგას სასურსათო უსაფრთხოების სფეროში ხელოვნური პრობლემის წინაშე. პუტინი შიმშილს როგორც იარაღს იყენებს ხალხის წინააღმდეგ იმ ქვეყნებშიც, რომლებიც ყოყმანობენ უკრაინაში მისი უკანონო სისხლისღვრა დაგმონ. რუსეთი ყოველგვარი საფუძვლის გარეშე ბლოკავს და ბომბავს უკრაინულ საზღვაო პორტებს და შავ ზღვაში თავისუფალ ნავიგაციას უშლის ხელს, შავ ზღვაში ყველა გემს ემუქრება, როდესაც მათ სამხედრო გემებად აღიქვამს… ამის საწინააღმდეგოდ, თუ რას ამბობს რუსეთი, იგი კარგ შემოსავალს იღებს საკუთარი მარცვლეულისა და მინერალური სასუქის ექსპორტით. და კიდევ უფრო მეტ შემოსავალს მიიღებს ახლა, როდესაც ფასები გაიზრდება მას შემდეგ, რაც რუსეთმა [მარცვლეულის] ინიციატივა მოკლა და უკრაინულ პორტში ინფრასტრუქტურა გაანადგურა. მივიჩნევთ, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ მტკიცე რეაგირება უნდა მოახდინოს პუტინის ამ მიზანმიმართულ მცდელობებზე მსოფლიოს ხალხებს შიმშილი მოუტანოს”, - განაცხადა ბორელმა.

დავით გეფერიძე - აფხაზეთში საერთაშორისო ფრენების განხორციელება ეწინააღმდეგება საერთაშორისო საჰაერო სამართლის ძირითად პრინციპებსა და ნორმებს, თან მგზავრებისთვის საფრთხის შემცველიცაა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.06.2025
ოლექსი რეზნიკოვი - რუსეთი სინამდვილეში ქაღალდის ვეფხვია
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება