პაატა მანჯგალაძე - ჩვენ საზოგადოების მოთხოვნას ვუპასუხეთ - საზოგადოების დაკვეთა ერთიანობა იყო და ნაბიჯი სწორედ ერთიანობისთვის გადავდგით

ჩვენ საზოგადოების მოთხოვნას ვუპასუხეთ - საზოგადოების დაკვეთა ერთიანობა იყო და ნაბიჯი სწორედ ერთიანობისთვის გადავდგით, - ასე უპასუხა დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ "სტრატეგია აღმაშენებლის" და "ნაციონალური მოძრაობის" თაობაზე დასმულ კითხვას.

მანჯგალაძის თქმით, გადაწყვეტილებების მიღება კონსენსუსით, შეთანხმებით მოხდება და არანაირი წინააღმდეგობა ამ გზაზე არ არსებობს.

"ჩვენ კოალიცია გვჭირდება არა პარტიებს შორის, არამედ გვჭირდება კოალიცია მოქალაქეებთან, ხალხთან - მოქმედების ფაზა იქნება კოალიცია ხალხთან. ყოველ დღე დაკავებული იმით ვიქნებით, რომ რაც შეიძლება ბევრი ადამიანი ქალაქსა თუ სოფელში გამარჯვების ამ ახალ მოძრაობას შემოუერთდეს", - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

როგორც ცნობილია, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „სტრატეგია აღმაშენებელმა“ პოლიტიკური გაერთიანების შესახებ განცხადება გააკეთეს. როგორც პარტიების ლიდერებმა, ლევან ხაბეიშვილმა და გიორგი ვაშაძემ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, ისინი ბრძოლას საერთო სტრატეგიით გააგრძელებენ.

მათივე თქმით, პროდასავლური პარტიების ფლანგზე ქმნიან "გამარჯვების პლატფორმას" და მისი კარი ღიაა ყველასთვის.

ოლექსი რეზნიკოვი - რუსეთი სინამდვილეში ქაღალდის ვეფხვია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2025
კახა გოგოლაშვილი - ხელისუფლების მხრიდან საქმე გვაქვს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციასთან, მცდელობასთან, რომ ქვეყანაში დემოკრატია საბოლოოდ დასრულდეს და მოხდეს საქართველოს აზერბაიჯანიზაცია
„ვისოლის“ გათამაშებაში მეორე წყვილი ავტომობილი BMW X1 თბილისში მოიგეს
Heineken და „ზედაზენი“ - ახალი სტრატეგიული თანამშრომლობა საქართველოს ბაზარზე
თბილისში მასშტაბური საფეხბურთო ფორუმი ჩატარდება