თავდაცვის ძალებში მკლავჭიდში ტურნირი დასრულდა

საქართველოს თავდაცვის ძალებში მკლავჭიდში ტურნირი დასრულდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჩემპიონატში ერთმანეთს თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფის სამხედრო მოსამსახურეები შეეჯიბრნენ.

„მკლავჭიდის ტურნირი სპორტული ღონისძიებების დარბაზში გაიმართა და გამარჯვებულები 60, 70, 80, 90, 100, 100-ზე მეტ კილოგრამ წონით კატეგორიებში გამოვლინდნენ. გამარჯვებულები თითოეულ წონით კატეგორიაში სამ საპრიზო ადგილზე გადანაწილდნენ.

გენერალი შტაბის სპორტული ღონისძიებების სამსახურისა და მკლავჭიდის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლებმა გამარჯვებულებს საპრიზო მედლები, ხოლო მე-5 საარტილერიო ბრიგადის სამხედროებს გუნდური თასი გადასცეს.

თავდაცვის ძალებში სპორტული ტურნირები ხელს უწყობს სამხედრო მოსამსახურეების ფიზიკური შესაძლებლობების გაუმჯობესებასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას. საქართველოს თავდაცვის ძალებში მკლავჭიდში ტურნირი ყოველწლიურად იმართება“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვიტალი ბალა - რუსეთი სულაც არ არის დაუმარცხებელი და ისეთი საშიში, როგორც აქამდე ამერიკელებს და ევროპელების ნაწილს ეგონა
ისრაელის ელჩი - ჩვენი სტრატეგიაა, რომ „ჰამასმა“ ვეღარ გააკონტროლოს ღაზას სექტორი, რადგან ეს იმის გამეორებას გამოიწვევს, რაც უკვე გვინახავს - სამწუხაროდ, გაერო თანამშრომლობს „ჰამასთან“, Amnesty International-ი, Human Rights Watch-ი მუშაობს „ჰამასის“ სასარგებლოდ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.06.2025
„ერთად მეტი შეგვიძლია“ – „მაკდონალდს საქართველო“ McHappy Day-ს საქველმოქმედო კამპანიას იწყებს
„დომინოს“ 10 წლის იუბილე – გაარემონტე ერთი ამოსუნთქვით
BESPOKE AI WindFree™ - ჭკვიანი კონდიციონერები ინოვაციური გაგრილებით