გენერალურ პროკურატურაში ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს საკითხებზე ახალგაზრდა ადვოკატებთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს საკითხებზე ახალგაზრდა ადვოკატებთან შეხვედრა გაიმართა.

საქართველოს გენერალური პროკურატურისა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საგანმანათლებლო საბჭოს თანამშრომლობით გამართულ შეხვედრას 30-მდე ადვოკატი ესწრებოდა.

გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, შეხვედრის მიზანი დაინტერესებული ადვოკატებისათვის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოსთან დაკავშირებით პროკურორების გამოცდილებისა და ხედვების გაზიარება იყო.

„შეხვედრის მონაწილეებს საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილემ, ნათია მერებაშვილმა მიმართა, რომელმაც ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის განვითარების პროცესში პროკურატურის როლზე ისაუბრა. გენერალური პროკურორის მოადგილემ ასევე მიმოიხილა ის უწყებრივი ცვლილებები, რომლებმაც პროკურორთა კვალიფიკაციის ამაღლებასა და ბრალდების ხარისხის მნიშვნელოვან გაუმჯობესებას შეუწყო ხელი.

შეხვედრის ფარგლებში, პრეზენტაცია წარმოადგინეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსახილველ საქმეებზე ზედამხედველობისა და სახელმწიფო ბრალდების ეფექტიანი მხარდაჭერის დეპარტამენტის პროკურორებმა, მარიკა გოგოხიამ და ნათია გურულმა. პროკურორებმა მსაჯულთა შერჩევის სპეციფიკა და არსებითი განხილვის სხდომის თითოეული ეტაპის მიმდინარეობა მიმოიხილეს, ასევე, ისაუბრეს ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით საქართველოს პროკურატურის ინიციატივითა და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს აქტიური მხარდაჭერით ჩატარებულ ღონისძიებებზე. განხილულ საკითხებთან დაკავშირებით მონაწილეებს შორის დისკუსია გაიმართა.

შეხვედრის დასასრულს, საქართველოს გენერალური პროკურატურის წარმომადგენლებმა მზაობა გამოთქვეს ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის განვითარების მიზნით ადვოკატთა კორპუსთან სამომავლოდ მჭიდრო და აქტიურ თანამშრომლობაზე“, - აღნიშნულია გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კახა გოგოლაშვილი - ხელისუფლების მხრიდან საქმე გვაქვს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციასთან, მცდელობასთან, რომ ქვეყანაში დემოკრატია საბოლოოდ დასრულდეს და მოხდეს საქართველოს აზერბაიჯანიზაცია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2025
Samsung Bespoke AI - ინოვაციური ტექნოლოგიებით აღჭურვილი მაცივარი
STEAM Challenge Georgia - ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ისტორიის გაცოცხლება - „კარფური“ უნიკალურ პროექტს ახორციელებს
კომპანია PSP ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) წევრი გახდა
სილქნეტი: „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ წლის დასაწყისიდან 48 ბენეფიციარს დახმარება გაუწია
„ვისოლ ჯგუფმა“ ერთ დღეში თბილისში 4 ამერიკული რესტორანი გახსნა
„საქკაბელის“ ციფრული ტრანსფორმაცია: ERP სისტემის დანერგვა BDO Digital-თან ერთად