ლევან ხაბეიშვილი - გამარჯვება არ არის ბიძინა ივანიშვილის ხელში, გამარჯვება არის თქვენს ხელში - გვჭირდება გამარჯვების პლატფორმა, „სტრატეგია აღმაშენებელთან“ თანამშრომლობა და სუპერ ენერგიული გიორგი ვაშაძე

გამარჯვება არ არის ბიძინა ივანიშვილის ხელში, გამარჯვება არის თქვენს ხელში და მე დარწმუნებული ვარ თითოეულ თქვენგანთან ერთად ჩვენ აუცილებლად დავამარცხებთ ბიძინა ივანიშვილს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა პარტიის წარმომადგენლებთან და „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერ გიორგი ვაშაძესთან ერთად იმერეთის მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ახალი პოლიტიკური გაერთიანება აპირებს ყველა მუნიციპალიტეტის მოსახლეობას შეხვდეს და ისინი დაარწმუნოს, რომ გამარჯვება მათ ხელშია.

„არავის აინტერესებს საპენსიო სესხი, რომლითაც ბიძინა ივანიშვილი გძარცვავთ. არავის აინტერესებს თქვენი შვილების გამოკვება. ეს ყველაფერი შესაცვლელია! ჩვენ ვამბობთ, რომ 600 000 ბავშვი სკოლაში უფასოდ უნდა იკვებებოდეს, ვამბობთ, რომ 400 ათას პენსიონერს უნდა ჩამოეწეროს საპენსიო სესხები. მოვითხოვთ, რომ საპენსიო ასაკმა დაიწიოს. ბიძინა ივანიშვილმა ბიტკოინებით რომ მილიარდები იშოვა, ეს მილიარდები უნდა დაუბრუნდეს ხალხს. ამ ყველაფრის განსახორციელებლად გვჭირდება გამარჯვების პლატფორმა, ერთობა, „სტრატეგია აღმაშენებელთან“ თანამშრომლობა. ამისთვის გვჭირდება სუპერ ენერგიული გიორგი ვაშაძე, ყველა პროდასავლელი ლიდერი, ვისაც ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ერთი აგურის დადება შეუძლია.

სწორედ ამიტომ ჩვენ წავალთ ყველგან, მოვალთ ყველა მუნიციპალიტეტში, გავესაუბრებით ყველა მოქალაქეს და დავარწმუნებთ, რომ გამარჯვება არის თითოეული ჩვენგანის ხელში, გამარჯვება არ არის ბიძინა ივანიშვილის ხელში, გამარჯვება არის თქვენს ხელში და მე დარწმუნებული ვარ თითოეულ თქვენგანთან ერთად ჩვენ აუცილებლად დავამარცხებთ ბიძინა ივანიშვილს“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

დავით გეფერიძე - აფხაზეთში საერთაშორისო ფრენების განხორციელება ეწინააღმდეგება საერთაშორისო საჰაერო სამართლის ძირითად პრინციპებსა და ნორმებს, თან მგზავრებისთვის საფრთხის შემცველიცაა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.06.2025
ოლექსი რეზნიკოვი - რუსეთი სინამდვილეში ქაღალდის ვეფხვია
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება