საბერძნეთის კუნძულ როდოსიდან, ტყის ხანძრის გამო, ათასობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა

საბერძნეთის კუნძულ როდოსზე სახლებიდან და სასტუმროებიდან ათასობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, მას შემდეგ, რაც კუნძულის დიდი ნაწილი ტყის ხანძრებმა მოიცვა, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

ადგილობრივი ხელისუფლების მონაცემებით, ზღვისა და ხმელეთის საშუალებით 3500-ზე მეტი ადამიანი უსაფრთხო ადგილებში გადაიყვანეს.

საბერძნეთის კლიმატის კრიზისისა და სამოქალაქო დაცვის სამინისტროს ცნობით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

ხანძრის სალიკვდაციო სამუშაოებში ხუთი ვერტმფრენი და 173 მეხანძრეა ჩართული, კიოტარის რაიონში სამი სასტუმრო დაზიანდა. დაზარალდა ლაერმას, ლარდოსის და ასკლიპიოს რაიონებიც.

კუნძულის აღმოსავლეთით მდებარე პლაჟებიდან ადამიანების ევაკუაციის პროცესში საბერძნეთის სანაპირო დაცვის სამსახურს კერძო ნავებიც ეხმარებიან. ტერიტორიისკენ მიემართებიან საბერძნეთის სამხედრო-საზღვაო ძალების გემებიც.

შეგახსენებთ, საბერძნეთში ძლიერი სიცხის ტალღისგან გამოწვეულ ტყის ხანძრებს რამდენიმე დღეა ებრძვიან. ყველაზე მეტად დაზარალდა ათენის დასავლეთით მდებარე ტერიტორია, ასევე ლაკონიას რეგიონი სამხრეთ პელოპონესი და კუნძული როდოსი.

საბერძნეთის ხელისუფლება ახალი ხანძრების გაჩენის ძალიან მაღალ რისკზე საუბრობს, რადგან ჰაერის ტემპერატურა კიდევ უფრო მატულობს.

კახა გოგოლაშვილი - ხელისუფლების მხრიდან საქმე გვაქვს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციასთან, მცდელობასთან, რომ ქვეყანაში დემოკრატია საბოლოოდ დასრულდეს და მოხდეს საქართველოს აზერბაიჯანიზაცია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2025
Samsung Bespoke AI - ინოვაციური ტექნოლოგიებით აღჭურვილი მაცივარი
STEAM Challenge Georgia - ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ისტორიის გაცოცხლება - „კარფური“ უნიკალურ პროექტს ახორციელებს
კომპანია PSP ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) წევრი გახდა
სილქნეტი: „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ წლის დასაწყისიდან 48 ბენეფიციარს დახმარება გაუწია
„ვისოლ ჯგუფმა“ ერთ დღეში თბილისში 4 ამერიკული რესტორანი გახსნა
„საქკაბელის“ ციფრული ტრანსფორმაცია: ERP სისტემის დანერგვა BDO Digital-თან ერთად