გიორგი კაპანაძე - რუსული ოცნების წარმომადგენლების ისტერიული გამოხმაურებები „გამარჯვების პლატფორმის“ შესახებ, კიდევ უფრო მეტად გვარწმუნებს, რომ სწორი გზით მივდივართ

„ნაციონალური მოძრაობა” და „სტრატეგია აღმაშენებელი” „გამარჯვების პლატფორმას” ვქმნით მიხეილ სააკაშვილთან და ქართველ ხალხთან ერთად, „რუსული რეჟიმის“ დამარცხების და საქართველოს გამარჯვების მიზნით,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი კაპანაძემ განაცხადა.

კაპანაძე დარწმუნებულია, რომ „გამარჯვების პლატფორმა“ ყველა თაობის ადამიანს გააერთიანებს.

“რუსული ოცნების” წარმომადგენლების ისტერიული გამოხმაურებები „გამარჯვების პლატფორმის“ შესახებ, კიდევ უფრო მეტად გვარწმუნებს იმაში, რომ სწორი გზით მივდივართ. ოლიგარქი და მისი მარიონეტები იბრძვიან საკუთარი კეთილდღეობის გადასარჩენად, ხოლო ქართველი ხალხი იბრძვის საქართველოს გადასარჩენად. საკითხი დგას ასე, ან რუსეთის გუბერნიად ჩვენს სამშობლოს გადააქცევენ, ან უნდა გადავრჩეთ და ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა გამარჯვებული გახდეს.

სწორედ, ამიტომ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და „სტრატეგია აღმაშენებელი” “გამარჯვების პლატფორმას”ვქმნით, პრეზიდენტ სააკაშვილთან და ქართველ ხალხთან ერთად, რუსული რეჟიმის დამარცხების და საქართველოს გამარჯვების მიზნით. ეს პროცესი გაგრძელდება და დარწმუნებული ვარ, რომ გამარჯვების პლატფორმა, ძალიან ბევრ და ყველა თაობის ადამიანს გააერთიანებს, ხოლო თუ სხვა პროდასავლური ოპოზიციური პარტიები მეტად გაძლიერდებიან, ამ ფაქტს მხოლოდ მივესალმებით, რადგან ჩვენი საერთო მიზანი და ვალდებულებაა ქვეყნის გადარჩენა”, - განაცხადა გიორგი კაპანაძემ.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ