კონკურენციის ეროვნული სააგენტო კომპანიების კონცენტრაციის 2 საქმეს სწავლობს

საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ ეკონომიკური აგენტების კონცენტრაციის (გაერთიანება) 2 საქმესთან დაკავშირებით, ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.

კონკურენციის სააგენტოს განმარტებით, საკითხი ეხება - დეველოპერულ ბაზარზე, „ანაგი დეველოპმენტ 2“-ის და „თეთრი კვადრატი ისანში“ გაერთიანებას და სწრაფი მოხმარების პროდუქტების (“FMCG”) ბაზარზე, „დიპლომატ ჯორჯიასა“ და „კანტს“ შორის კონცენტრაციას.

მათი ცნობით, მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, სააგენტო სწავლობს განსახორციელებელი კონცენტრაციის კონკურენტულ გარემოსთან თავსებადობის საკითხს.

როგორც კონკურენციის სააგენტოში აცხადებენ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, აღნიშნული კომპანიების გაერთიანებასთან დაკავშირებით, დაინტერესებულ პირებს, მოსაზრებების წარმოდგენის შესაძლებლობა აქვთ - არაუგვიანეს 2023 წლის 28 ივლისისა, სააგენტოს ელ. ფოსტაზე: info@gnca.gov.ge ან მისამართზე - ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი N154, მე-8 სართული.

„ინფორმაციისთვის, წინასწარ შეტყობინებას დაქვემდებარებული კონცენტრაციის განხორციელება დასაშვებია მხოლოდ მისი კონკურენტულ გარემოსთან თავსებადობის შესახებ სააგენტოს გადაწყვეტილების საფუძველზე.

კომპანიების შერწყმის (კონცენტრაციის) შესახებ კონკურენციის ეროვნული სააგენტო ინფორმირებული უნდა იყოს იმ შემთხვევაში, თუ კომპანიების ერთობლივი (ჯამური) წლიური ბრუნვა, საქართველოს ტერიტორიაზე, წინა ფინანსური წლის მდგომარეობით, 20 მილიონ ლარს აღემატება, ხოლო თითოეული კომპანიის წლიური ბრუნვა 5 მილიონ ლარზე მეტია.

2023 წლის 6 თვეში, საქართველოში რეგისტრირებული 12 119 კომპანიის კონცენტრაცია იქნა გადამოწმებული. სააგენტომ 3 კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა“,- ნათქვამია კონკურენციის სააგენტოს ინფორმაციაში.

კახა გოგოლაშვილი - ხელისუფლების მხრიდან საქმე გვაქვს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციასთან, მცდელობასთან, რომ ქვეყანაში დემოკრატია საბოლოოდ დასრულდეს და მოხდეს საქართველოს აზერბაიჯანიზაცია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2025
„ვისოლის“ გათამაშებაში მეორე წყვილი ავტომობილი BMW X1 თბილისში მოიგეს
Heineken და „ზედაზენი“ - ახალი სტრატეგიული თანამშრომლობა საქართველოს ბაზარზე
Samsung Bespoke AI - ინოვაციური ტექნოლოგიებით აღჭურვილი მაცივარი
STEAM Challenge Georgia - ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ისტორიის გაცოცხლება - „კარფური“ უნიკალურ პროექტს ახორციელებს
კომპანია PSP ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) წევრი გახდა
სილქნეტი: „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ წლის დასაწყისიდან 48 ბენეფიციარს დახმარება გაუწია
„ვისოლ ჯგუფმა“ ერთ დღეში თბილისში 4 ამერიკული რესტორანი გახსნა
„საქკაბელის“ ციფრული ტრანსფორმაცია: ERP სისტემის დანერგვა BDO Digital-თან ერთად