ქალ მსჯავრდებულებს სერტიფიკატები გადაეცათ

თბილისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ინიციატივითა და მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის მხარდაჭერით ქალი მსჯავრდებულებისთვის რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის კიდევ ერთი პროექტი განხორციელდა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.

თბილისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარის, თინათინ ნიბლოშვილის, თქმით, პროექტი მიზნად ისახავს მსჯავრდებული ქალების რეაბილიტაციას.

„დარწმუნებული ვარ, ის ადამიანები, რომლებმაც ეს კურსი გაიარეს და ეს შესაძლებლობა ბოლომდე გამოიყენეს, ბევრად უფრო მოტივირებულები დაუბრუნდებიან საზოგადოებრივ ცხოვრებას“, - განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.

ქალ მსჯავრდებულებს #5 პენიტენციურ დაწესებულებაში სასწავლო-გამაჯანსაღებელი პროგრამის გავლის სერტიფიკატები თბილისის მუნიციპალიტეტის გენდერული საბჭოს თავმჯდომარემ, თინათინ ნიბლოშვილმა, ქოუჩის საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტმა ხათუნა მუზაშვილმა და ფსიქოლოგმა თათა გულაშვილმა გადასცეს.

პროექტი, რომელსაც ფსიქოლოგი და ტრენერი ხათუნა მუზაშვილი უძღვებოდა, ათი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

მისი თქმით, სასწავლო-გამაჯანსაღებელი კურსის მიზანია მსჯავრდებულებმა საკუთარი ემოციების მართვა და რესურსების გამოყენება უკეთ შეძლონ.

„ათდღიანი სასწავლო-გამაჯანსაღებელი კურსის ფარგლებში ადამიანს შეუძლია შეისწავლოს, თუ როგორ მართოს საკუთარი ემოციები, განცდები, უნარები და მართოს ასევე თავისი ჯანმრთელობა, რადგან დაავადებების 92 პროცენტი სწორედ ფსიქო-ემოციური ფონიდან ვითარდება. ამ ათ დღეში ჩვენ ერთმანეთს ბევრი ემოცია გავუზიარეთ და საოცარ შედეგებზე გავედით“, - განაცხადა ხათუნა მუზაშვილმა.

ვიტალი ბალა - რუსეთი სულაც არ არის დაუმარცხებელი და ისეთი საშიში, როგორც აქამდე ამერიკელებს და ევროპელების ნაწილს ეგონა
ისრაელის ელჩი - ჩვენი სტრატეგიაა, რომ „ჰამასმა“ ვეღარ გააკონტროლოს ღაზას სექტორი, რადგან ეს იმის გამეორებას გამოიწვევს, რაც უკვე გვინახავს - სამწუხაროდ, გაერო თანამშრომლობს „ჰამასთან“, Amnesty International-ი, Human Rights Watch-ი მუშაობს „ჰამასის“ სასარგებლოდ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.06.2025
„ერთად მეტი შეგვიძლია“ – „მაკდონალდს საქართველო“ McHappy Day-ს საქველმოქმედო კამპანიას იწყებს
„დომინოს“ 10 წლის იუბილე – გაარემონტე ერთი ამოსუნთქვით
BESPOKE AI WindFree™ - ჭკვიანი კონდიციონერები ინოვაციური გაგრილებით