შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები საგზაო უსაფრთხოების თემაზე ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტით იმყოფებოდნენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, ვაჟა სირაძე და დეპარტამენტის სხვა მაღალი რგოლის მენეჯერები, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიუროს (INL) მხარდაჭერით, საგზაო უსაფრთხოების თემაზე ვიზიტით იმყოფებოდნენ ამერიკის შეერთებულ შტატებში. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ვიზიტის განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები კოლორადოს და ილინოისის შტატების პოლიციის დეპარტამენტებს ეწვივნენ და ინფორმაცია მიიღეს ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა: საგზაო შემთხვევის ანალიზი და სტატისტიკის წარმოება; შავი წერტილების იდენტიფიცირება; ნარკო/ალკო ტესტების ჩატარების პროცედურები; სპორტული ღონისძიებების დროს უსაფრთხოების დაცვა; კინოლოგიური სამსახურის მიერ ნარკოტიკების/ბომბის აღმოჩენა და სხვ.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები 911-ს ოფისს ეწვივნენ და საგზაო მეთვალყურეობის კამერების მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ, ასევე, მოძრავი ლაბორატორია, სპეციალური დანიშნულების მანქანები, საპატრულო მანქანები და მოტოციკლეტები დაათვალიერეს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიურო (INL) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან უკვე მრავალი წელია თანამშრომლობს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების, კიბერდანაშაულის, ოჯახში ძალადობის, ტრეფიკინგის, ტაქტიკური მომზადების, არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის და სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებებით“,- აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ოლექსი რეზნიკოვი - რუსეთი სინამდვილეში ქაღალდის ვეფხვია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2025
კახა გოგოლაშვილი - ხელისუფლების მხრიდან საქმე გვაქვს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციასთან, მცდელობასთან, რომ ქვეყანაში დემოკრატია საბოლოოდ დასრულდეს და მოხდეს საქართველოს აზერბაიჯანიზაცია
„ვისოლის“ გათამაშებაში მეორე წყვილი ავტომობილი BMW X1 თბილისში მოიგეს
Heineken და „ზედაზენი“ - ახალი სტრატეგიული თანამშრომლობა საქართველოს ბაზარზე
Samsung Bespoke AI - ინოვაციური ტექნოლოგიებით აღჭურვილი მაცივარი
STEAM Challenge Georgia - ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ისტორიის გაცოცხლება - „კარფური“ უნიკალურ პროექტს ახორციელებს