ჯუანშერ ბურჭულაძე დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ექსპორტის მინისტრს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ გაერთიანებული სამეფოს მინისტრს ექსპორტის საკითხებში, ლორდ მალკომ ოფორდს უმასპინძლა.

ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ჯუანშერ ბურჭულაძემ ბრიტანელ სტუმარს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ გაერთიანებულ სამეფოს, რომელიც საქართველოს მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია, დიდი წვლილი შეაქვს საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებაში.

შეხვედრაზე მხარეებმა საჭიროებებზე მორგებული მხარდაჭერის პაკეტის (Tailored Support Package) ფარგლებში სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის არსებულ ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს, მათ შორის ყურადღება გამახვილდა გაერთიანებული სამეფოს მხარდაჭერაზე კიბერუსაფრთხოების მიმართულებით. აღინიშნა დიდი ბრიტანეთიდან მოვლენილი სპეციალურ მრჩევლის როლი თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერების საქმეში”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

კახა გოგოლაშვილი - ხელისუფლების მხრიდან საქმე გვაქვს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციასთან, მცდელობასთან, რომ ქვეყანაში დემოკრატია საბოლოოდ დასრულდეს და მოხდეს საქართველოს აზერბაიჯანიზაცია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2025
Samsung Bespoke AI - ინოვაციური ტექნოლოგიებით აღჭურვილი მაცივარი
STEAM Challenge Georgia - ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ისტორიის გაცოცხლება - „კარფური“ უნიკალურ პროექტს ახორციელებს
კომპანია PSP ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) წევრი გახდა
სილქნეტი: „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ წლის დასაწყისიდან 48 ბენეფიციარს დახმარება გაუწია
„ვისოლ ჯგუფმა“ ერთ დღეში თბილისში 4 ამერიკული რესტორანი გახსნა
„საქკაბელის“ ციფრული ტრანსფორმაცია: ERP სისტემის დანერგვა BDO Digital-თან ერთად