ლაჩინის დერეფნის ბლოკადა იწვევს მთიანი ყარაბაღის მოსახლეობის განადგურებას

„აზერბაიჯანის მიერ გზის ბლოკადა ათიათასობით ადამიანს ტოვებს საკვების, საწვავისა და მედიკამენტების გარეშე“, „შუქის, გაზისა და მედიკამენტების გარეშე, მაგრამ ყოველ შემთხვევაში საკუთარ სახლში. როგორ ცხოვრობს მთიანი ყარაბაღი ბლოკადაში?“, „ყარაბაღის დაცლა სომეხი მოსახლეობისგან? სომხეთის საზღვარზე არსებული საგუშაგო პუნქტი ეჭვქვეშ აყენებს სომხების მომავალს აზერბაიჯანში“...

ეს სათაურები უნებლიეთ გვახსენებს ნაცისტურ გერმანიაში შექმნილ ებრაულ გეტოებს და მათ მიმართ ნაცისტების დამოკიდებულებას. მაგრამ ეს ყველაფერი დღეს ხდება ევროპის ერთ-ერთ ნაწილში, მთიან ყარაბაღში (არცახში), სადაც, თითქოსდა, ადგილობრივ მოსახლეობას უნდა ჰქონოდა ყველა განუყოფელი უფლება იცხოვროს, როგორც ნებისმიერ ევროპელს...

როცა მთიან ყარაბაღში არსებულ ვითარებას გავეცანი, გამახსენდა 1948 წელს მიღებული „გენოციდის დანაშაულის თავიდან აცილებისა და დასჯის შესახებ“ კონვენცია, რომელშიც ჩაწერილია ხუთი ქმედება, რომელთაგან თუნდაც ერთის განხორციელება ან მისი განზრახვა საკმარისია ჩადენილი დანაშაულის გენოციდად კვალიფიკაციისთვის. ნეტავ, რას ელოდება საერთაშორისო საზოგადოება, რომელიც ისტორიის მანძილზე კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი მრავალი დანაშაულისა და გენოციდის მომსწრე იყო და აიღო მათი აღკვეთის სამართლებრივი ვალდებულება, საერთაშორისო საზოგადოება, რომელიც საკუთარ თავს "ცივილიზებულს" უწოდებს.

რა ხდება მთიან ყარაბაღში?

2022 წლის 12 დეკემბრიდან, აზერბაიჯანის ხელმძღვანელობის დავალებით, აზერბაიჯანელების ჯგუფმა, რომლებიც საკუთარ თავს „ეკოლოგებს“ უწოდებენ, გამოგონილი მიზეზებით დაიწყო ცხოვრების ერთადერთი გზის - ლაჩინის დერეფნის ბლოკირება, რომელიც აკავშირებს მთიან ყარაბაღს სომხეთთან და მთელ მსოფლიოსთან. 2020 წლის 9 ნოემბერს სომხეთის, აზერბაიჯანისა და რუსეთის პირველი პირების მიერ ხელმოწერილი სამმხრივი განცხადების თანახმად, აზერბაიჯანს უნდა უზრუნველეყო ლაჩინის დერეფნის გავლით ორივე მიმართულებით ადამიანების, სატრანსპორტო საშუალებებისა და საქონლის უსაფრთხო გადაადგილება.

ამისდა მიუხედავად, 12 დეკემბრიდან მთიანი ყარაბაღი ფაქტობრივად ბლოკადაში აღმოჩნდა. ლაჩინის დერეფნით ხალხის გადაადგილება და მთიანი ყარაბაღისთვის საჭირო საკვებისა და მედიკამენტების მიწოდება მხოლოდ რუსი სამშვიდობოების თანხლებით იყო შესაძლებელი, ხოლო მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტების სომხეთში ტრანსპორტირება წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციის მეშვეობით ხორციელდებოდა. სომხეთიდან მიწოდებული ელექტროენერგიის, გაზისა და ინტერნეტის გათიშვამ მთიან ყარაბაღში რეგულარული სახე მიიღო, რადგან ყველა საჭირო ინფრასტრუქტურა კონტროლდება აზერბაიჯანის მიერ. შედეგად, ცივი ზამთრის პირობებში მთიანი ყარაბაღის მოსახლეობას საკვების, მედიკამენტების და სხვა პირველადი მოხმარების პროდუქტების მწვავე დეფიციტის პირობებში უწევდა ცხოვრება.

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციებისთვის (Amnesty International, Human Rights Watch, Freedom House) და კონფლიქტის მოგვარებაში ჩართული ქვეყნებისთვის (აშშ, ევროკავშირი, საფრანგეთი, რუსეთის ფედერაცია და ა.შ.) აშკარა იყო, რომ ბლოკადას ახორციელებს აზერბაიჯანის ხელისუფლება და ეს უკანასკნელნი განცხადებებს აკეთებდნენ და მოუწოდებდნენ აზერბაიჯანს განბლოკოს ლაჩინის დერეფანი და უზრუნველყოს დერეფნის გავლით თავისუფალი გადაადგილება. 22 თებერვალს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ მიიღო სავალდებულო იურიდიული ძალის მქონე გადაწყვეტილება, რომლითაც დაავალდებულა აზერბაიჯანი „მიიღოს მის ხელთ არსებული ყველა ზომა, რათა უზრუნველყოს ადამიანების, სატრანსპორტო საშუალებებისა და ტვირთების შეუფერხებელი გადაადგილება ლაჩინის დერეფნის გავლით ორივე მიმართულებით“.

9 იანვრიდან დაწყებული აზერბაიჯანი აფერხებდა ელექტროენერგიის მიწოდებას სომხეთსა და მთიან ყარაბაღს შორის ერთადერთი მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზით. 2022 წლის 13 დეკემბრიდან დაწყებული კი აზერბაიჯანი რეგულარულად, ხოლო 2023 წლის 21 მარტიდან თითქმის მუდმივად აფერხებს სომხეთიდან მთიანი ყარაბაღისთვის გაზის მიწოდებას, რაც აღრმავებს ენერგეტიკულ და ჰუმანიტარულ კრიზისს.

2023 წლის 23 აპრილს აზერბაიჯანმა ლაჩინის დერეფანში საგუშაგოს უკანონოდ განთავსებით კიდევ უფრო გააღრმავა ჰუმანიტარული კრიზისი მთიან ყარაბაღში. რუსეთის სამშვიდობო ძალების ან წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებს ლაჩინის დერეფანით ნაწილობრივ გადაადგილების უფლება ჰქონდათ, მათ შორის საგამონაკლისოდ ძალიან მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტების სომხეთში გადაყვანის.

ხოლო 15 ივნისიდან კი აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღისთვის საკვების, მედიკამენტების და პირველადი აუცილებლობის სხვა პროდუქტების მიწოდების მთლიანი ბლოკირება მოახდინა. დღეს მთიანი ყარაბაღის მოსახლეობა შიმშილის რეალური საფრთხის წინაშე დგას, მედიკამენტების არარსებობის გამო, რიგი ჯგუფები საჭიროებენ სასწრაფო სამედიცინო დახმარებას, კიბოთი და დიაბეტით დაავადებულები, ორსულები, მცირეწლოვან ბავშვები ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემების წინაშე დგანან. მთიან ყარაბაღში უკვე შეინიშნება სიკვდილიანობის ზრდა, ბოლო თვეში კი ორსულობის ადრეულ პერიოდში ქალებში ნაყოფის დაკარგვის მაჩვენებელი თითქმის სამჯერ გაიზარდა.

მთიან ყარაბაღში შექმნილი ჰუმანიტარული კატასტროფის თავიდან ასაცილებლად და აზერბაიჯანის მიერ ჩატარებული ეთნიკური წმენდის პოლიტიკის შესაჩერებლად, სომხეთი კვლავ მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, გადადგას ქმედითი ნაბიჯები ლაჩინის დერეფნის დაუყოვნებლივ გახსნის შესახებ მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს 22 თებერვლისა და 6 ივლისის იურიდიულად სავალდებულო გადაწყვეტილებების აღსრულების მიზნით.

გენოციდის დანაშაულის შესწავლითა და თავიდან აცილებით დაკავებული არაერთი საერთაშორისო ორგანიზაცია (The Lemkin Institute for Genocide Prevention, International Association of Genocide Scholars, Genocide Watch) აგრძელებს გაფრთხილებას აზერბაიჯანის მიერ მთიანი ყარაბაღის სომეხი მოსახლეობისთვის გენოციდის რეალური საფრთხის შესახებ...

მთიან ყარაბაღში მცხოვრები 120 000-მდე სომეხი მოსახლეობის მუდმივი ბლოკადა განპირობებულია იმით, რომ ან ამჟამინდელი მსოფლიო, და მითუმეტეს ამ კონფლიქტით დაკავებულ საერთაშორისო აქტორებს აღარც შეუძლიათ შეაკავონ შეუდარებლად მცირე ეკონომიკური და პოლიტიკური წონის მქონე დიქტატორულ ქვეყნის, აზერბაიჯანის ზედმეტად მეტისმსურველი ზრახვები და ყველაფრის დაშვების პოლიტიკა რეგიონში და იძულებულნი არიან დაკმაყოფილდნენ მხოლოდ განცხადებებით, რომლებსაც არავითარი არსებითი მნიშვნელობა არ აქვს შექმნილი ჰუმანიტარული კრიზისის რეალურად თავიდან აცილებისთვის, ან ზემოაღნიშნული აქტორები უკვე მზად არიან 120 ათასი მშვიდობიანი მოქალაქე გაწირონ თავიანთი ეკონომიკური და სხვა ვიწრო ინტერესებისთვის.

აშკარაა, რომ აზერბაიჯანის მიერ არცახში სომეხი მოსახლეობის გენოციდის განხორციელება იქნება უდიდესი ტრაგედია სომხეთისთვის, სომეხი ხალხისთვის და ცივილიზებული კაცობრიობისთვის. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ რეგიონული აქტორების წარუმატებლობა ამ საკითხში შორსმიმავალი შედეგების მომტანი იქნება როგორც რეგიონული, ისე გლობალური თვალსაზრისით. ნებისმიერი კონფლიქტის გადასაჭრელად, თითოეული აქტორი აგრძელებს თავის წარმოჩენას როგორც ასეთი მანამ, სანამ ის შესაფერისად აკმაყოფილებს და ასრულებს თავის, როგორც აქტორის ფუნქციებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ ფუნქციებს თანდათანობით ობიექტურად თავის თავზე იღებენ სხვა აქტორები. დემოკრატიული ღირებულებების გავრცელება მნიშვნელოვანია და ეფექტური იმდენად, რამდენადაც ამ ღირებულებების მატარებლები და გამავრცელებლები მზად არიან, საჭიროების შემთხვევაში, ქმედითი და გადამწყვეტი ნაბიჯებით დაამტკიცონ, რომ არ დაუშვებენ ამ ღირებულებების დარღვევის რაიმე გამოვლინებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ზემოაღნიშნული ღირებულებების გავრცელება უბრალო სიტყვად იქცევა და ძირს უთხრის მათ მიმართ რწმენას, რაც ხელს უწყობს მსოფლიოში ავტორიტარული, მათ შორის იდეოლოგიური სისტემების გაძლიერებას.

​​

ბოლოს და ბოლოს, ორმაგ სტანდარტებით ფიქრს თავი დავანებოთ. ადამიანებს და მათ უფლებებს, მიუხედავად მათი საცხოვრებელი ადგილისა, სარწმუნოებისა, აგრეთვე ამ ადგილის გეოგრაფიული მდებარეობისა და მის მიმართ დანარჩენების ინტერესებისა, აქვთ იგივე ელემენტარული უფლებები - იცხოვრონ და იმოღვაწეონ მათივე მშობლიურ მიწაზე და არ უნდა ექვემდებარებოდნენ ძალადობას, ზეწოლას და საბოლოოდ განადგურებას.

ლიუსი ბარდო

საზღვარგარეთ საფრანგეთის მოქალაქეების ინტერესების დამცველი, მრჩეველი

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა