ნიდერლანდების სანაპიროსთან ახლოს სატვირთო გემს, რომელსაც 3 000-ზე მეტი ავტომობილი გადაჰქონდა, ხანძარი გაუჩნდა

ნიდერლანდების სანაპიროსთან ახლოს სატვირთო გემს ხანძარი გაუჩნდა. Reuters-ის ინფორმაციით, ხანძრის გაჩენის მომენტში გემს 3 000-ზე მეტი ავტომობილი გადაჰქონდა.

შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, რამდენიმე კი დაშავდა.

იქიდან გამომდინარე, რომ წყლის ჭავლის დიდმა ნაკადმა შესაძლოა გემის ჩაძირვა გამოიწვიოს, სამაშველო ჯგუფები შეფერხებით მუშაობენ. მათი თქმით, გემზე ხანძრის სრულ ლიკვიდაციას რამდენიმე დღე დასჭირდება.

გემი სახელად Fremantle Highway პანამაში იყო დარეგისტრირებული, მას ტვირთი გერმანიიდან ეგვიპტეში გადაჰქონდა.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.

ოლექსი რეზნიკოვი - რუსეთი სინამდვილეში ქაღალდის ვეფხვია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2025
კახა გოგოლაშვილი - ხელისუფლების მხრიდან საქმე გვაქვს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციასთან, მცდელობასთან, რომ ქვეყანაში დემოკრატია საბოლოოდ დასრულდეს და მოხდეს საქართველოს აზერბაიჯანიზაცია
„ვისოლის“ გათამაშებაში მეორე წყვილი ავტომობილი BMW X1 თბილისში მოიგეს
Heineken და „ზედაზენი“ - ახალი სტრატეგიული თანამშრომლობა საქართველოს ბაზარზე
თბილისში მასშტაბური საფეხბურთო ფორუმი ჩატარდება