„ომის შემსწავლელი ინსტიტუტი“ - რუსეთი შავი ზღვის ბლოკადას ვერ შეძლებს

Military Media Center-ის და დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, რუსეთი შავ ზღვაში „უკრაინის ბლოკადის უზრუნველსაყოფად“ სამხედრო ხომალდების დაჯგუფებას ზრდის. ამის მიზეზი - უკრაინაში მიმავალი სამოქალაქო გემების იძულებით გაჩერებისთვის და გაჩხრეკისთვის, და ასევე ამ რეგიონში კონტროლის გაძლიერებისთვის პირობების შექმნაა.

„ომის შემსწავლელი ინსტიტუტის" მიმოხილვის მიხედვით, უკრაინაში მიმავალი სამოქალაქო გემების წინააღმდეგ ზომების გაძლიერების მიუხედავად, რუსეთის შავი ზღვის ფლოტი უკრაინის სრულ ბლოკადას ვერ შეძლებს.

„შავ ზღვაში უკრაინის სრული ბლოკადა ნიშნავს, რომ რუსულ ფლოტს უკრაინაში მიმავალი გემების დაკავების და დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, ცეცხლის გახსნის საშუალებაც კი მიეცემოდა. რუსეთი კი ამაზე ვერ წავა, რადგან ამან შავი ზღვის აუზის სხვა ქვეყნებთან სამხედრო კონფლიქტის პროვოცირება შეიძლება მოახდინოს, მათ შორის ნატოს წევრებთან - რუმინეთთან, ბულგარეთთან და თურქეთთან“, - ნათქვამია განცხადებაში.

ვახტანგ ძაბირაძე - ოპოზიციურად განწყობილმა ელექტორატმა არ უნდა თქვას უარი არჩევნებში მონაწილეობაზე, რადგან არჩევნებში არ მონაწილეობა პოლიტიკურ ბრძოლაზე უარის თქმას ნიშნავს
სოფიო ხორგუანი - საქართველოს ხალხმა უნდა დავიჯეროთ, რომ ჩვენი სამშობლოსთვის თანამედროვე სახელმწიფოს აშენება შეგვიძლია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.06.2025
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება