იაპონიამ და საფრანგეთმა ერთობლივი საბრძოლო წვრთნები დაიწყეს

იაპონური მედიის ცნობით, დღეს უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობის გაძლიერების ფარგლებში იაპონიამ და საფრანგეთმა ერთობლივი საბრძოლო წვრთნები დაიწყეს.

როგორც ადგილობრივი მედიასაშუალება Kyodo იაპონიის თავდაცვის საჰაერო ძალების ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, წვრთნები ნიუტაბარუს ავიაბაზე ჩატარდება და მასში საბრძოლო ავიაცია მიიღებს მონაწილეობას.

„იაპონია-საფრანგეთის ერთობლივი წვრთნები ისტორიაში პირველად ტარდება და მათში იაპონიის მხრიდან - სამი F-15 ტიპის და ორი F-2 ტიპის გამანადგურებელი, ხოლო საფრანგეთის მხრიდან - ორი Rafale ტიპის გამანადგურებელი, მიიღებს მონაწილეობას“, - ნათქვამია განცხადებაში.

მათივე განმარტებით, წვრთნები ნატო-ტოკიოს თავდაცვითი თანამშრომლობის გაფართოებისა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამხედრო ძალის გაზრდის ფონზე ტარდება, რაც აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვებში ჩინეთის პროვოკაციულ ქმედებებთან არის დაკავშირებული.

ოლექსი რეზნიკოვი - რუსეთი სინამდვილეში ქაღალდის ვეფხვია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.06.2025
დავით გეფერიძე - აფხაზეთში საერთაშორისო ფრენების განხორციელება ეწინააღმდეგება საერთაშორისო საჰაერო სამართლის ძირითად პრინციპებსა და ნორმებს, თან მგზავრებისთვის საფრთხის შემცველიცაა
თბილისში მასშტაბური საფეხბურთო ფორუმი ჩატარდება