რომეო მიქაუტაძემ ლიეტუვასთან ენერგეტიკის საკითხებში თანამშრომლობა დადებითად შეაფასა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილემ, რომეო მიქაუტაძემ, რომელიც ლიეტუვაში სამუშაო ვიზიტით იმყოფება, ლიეტუვის ენერგეტიკის სამინისტროში შეხვედრები გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ვიზიტი „საქართველოს ენერგეტიკული სექტორის რეფორმის პროგრამის” ფარგლებში, ევროკავშირისა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის მხარდაჭერით გაიმართა.

„ლიეტუვას ენერგეტიკის სამინისტროში გამართულ შეხვედრებზე ორი ქვეყნის ეკონომიკური ურთიერთობები განიხილეს, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა თანამშრომლობაზე, მწვანე ენერგეტიკისა და ენერგოეფექტურობის მიმართულებით. ასევე აღინიშნა, რომ საქართველო ევროკავშირის სტანდარტების მარეგულირებელ ბაზას ამუშავებს, რომელმაც ქვეყანაში განახლებადი ენერგიის წყაროების ათვისებასა და ეკონომიკის სხვადასხვა სექტორებში ენერგოეფექტურობის ნორმების დამკვიდრებას უნდა შეუწყოს ხელი.

რომეო მიქაუტაძემ ლიეტუვის მხარესთან ცალკეული ენერგეტიკული პროექტების განხორციელების კუთხით თანამშრომლობა დადებითად შეაფასა, მათ შორის, საქართველოს რამდენიმე ქალაქის სკოლების მზის ელექტროსადგურებით აღჭურვის პროექტები, რომლებიც ლიეტუვის მხარის საგრანტო პროგრამით განხორციელდა.

აღსანიშნავია, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია Gopa-Intec-თან თანამშრომლობით, ენერგეტიკული კანონმდებლობის შემუშავებას უზრუნველყოფს განახლებადი ენერგიებისა და ენერგოეფექტურობის კუთხით“,- ნათქვამია განცხადებაში.

ოლექსი რეზნიკოვი - რუსეთი სინამდვილეში ქაღალდის ვეფხვია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.06.2025
დავით გეფერიძე - აფხაზეთში საერთაშორისო ფრენების განხორციელება ეწინააღმდეგება საერთაშორისო საჰაერო სამართლის ძირითად პრინციპებსა და ნორმებს, თან მგზავრებისთვის საფრთხის შემცველიცაა
თბილისში მასშტაბური საფეხბურთო ფორუმი ჩატარდება