ლენტეხის მერია - სოფელ წანაშში, იფხალდის მიმართულებით, ადგილობრივი მნიშვნელობის გზის ცემენტო ბეტონის საფარით მოპირკეთების სამუშაოების მესამე ეტაპი მიმდინარეობს

ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ წანაშში, იფხალდის მიმართულებით, ადგილობრივი მნიშვნელობის გზის ცემენტო ბეტონის საფარით მოპირკეთების სამუშაოების მესამე ეტაპი მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას ლენტეხის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, მიმდინარე სამუშაოები ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელმა გიორგი გულბანმა და ირაკლი ბენდელიანმა დაათვალიერეს.

„პროექტით გათვალისწინებულ სამუშაოებს შ.პ.ს ,,გამა+'' ასრულებს, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება 196,275 ლარია.

საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა, მოსახლეობის უსაფრთხო გადაადგილების მიზნით, ლენტეხის მუნიციპალიტეტისთვის, ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ოლექსი რეზნიკოვი - რუსეთი სინამდვილეში ქაღალდის ვეფხვია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2025
კახა გოგოლაშვილი - ხელისუფლების მხრიდან საქმე გვაქვს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციასთან, მცდელობასთან, რომ ქვეყანაში დემოკრატია საბოლოოდ დასრულდეს და მოხდეს საქართველოს აზერბაიჯანიზაცია
„ვისოლის“ გათამაშებაში მეორე წყვილი ავტომობილი BMW X1 თბილისში მოიგეს
Heineken და „ზედაზენი“ - ახალი სტრატეგიული თანამშრომლობა საქართველოს ბაზარზე
თბილისში მასშტაბური საფეხბურთო ფორუმი ჩატარდება