თორნიკე შარაშენიძე - ხელისუფლებამ ისეთი პოლიტიკა უნდა გაატაროს, რომ კიდევაც გადარჩე და არ დაშორდე ევროპას - ბალანსია საპოვნელი

ხელისუფლება ფიქრობს, რომ ამ ეტაპზე არგაღიზიანების პოლიტიკა მაღალ ხარისხში იყოს და მეტი ფული წამოიღოს რუსეთის მოქალაქეებისგან. მშვიდობა, შემოსავალი - ამ პრიორიტეტებით მსჯელობენ, - ამის შესახებ საგარეო პოლიტიკის ექსპერტმა, თორნიკე შარაშენიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკური სივრცეში“ განაცხადა.

შარაშენიძის თქმით, ხელისუფლებამ ისეთი პოლიტიკა უნდა გაატაროს, რომ ქვეყანა გადარჩეს და ამავე დროს ევროპას არ დაშორდეს.

„ხელისუფლების პოლიტიკა ორი მიმართულებით ვითარდება: პირველი, ის რომ ამ ომის დროს იყოს ძალიან ფრთხილი და გრძელდება არ გაღიზიანების პოლიტიკა. მეორე, ტურისტების ხარჯზე ხდება მოსახლეობის შემოსავლის ზრდა. ეს პოლიტიკა მიმართულია იმისკენ, რომ გადარჩე და არ გააღიზიანო. გადარჩენა კარგია, მაგრამ უფრო კარგია პარალელურად ქვეყნის განვითარებაზე იზრუნო.

ისეთი პოლიტიკა უნდა გაატარო, რომ კიდევაც გადარჩე და არ დაშორდე ევროპას. ბალანსია საპოვნელი. ხელისუფლება ფიქრობს, რომ ამ ეტაპზე არგაღიზიანების პოლიტიკა მაღალ ხარისხში იყოს და მეტი ფული წამოიღოს რუსეთის მოქალაქეებისგან. მშვიდობა, შემოსავალი - ამ პრიორიტეტებით მსჯელობენ. კანდიდატის სტატუსის მონიჭების იმედი აქვთ, იმიტომ, რომ ევროპასაც სჭირდება საქართველო პარტნიორად. ამ ლოგიკით მოქმედებენ -„რატომ უნდა ვთქვათ უარი რუსულ ფულზე, ალბათ სტატუსი, მაინც იქნება“.

ამ კომედიაში ყველას თავისი როლი აქვს, ზოგმა უნდა აგინოს დასავლეთს, ზოგი უნდა ეფეროს. აღმასრულებელი ხელისუფლება ეფერება და აქაური პარლამენტარები ევროპარლამენტარებს ლანძღავენ და, რა თქმა უნდა, ისინიც ლანძღავენ", - განაცხადა შარაშენიძემ.

ვიტალი ბალა - რუსეთი სულაც არ არის დაუმარცხებელი და ისეთი საშიში, როგორც აქამდე ამერიკელებს და ევროპელების ნაწილს ეგონა
ისრაელის ელჩი - ჩვენი სტრატეგიაა, რომ „ჰამასმა“ ვეღარ გააკონტროლოს ღაზას სექტორი, რადგან ეს იმის გამეორებას გამოიწვევს, რაც უკვე გვინახავს - სამწუხაროდ, გაერო თანამშრომლობს „ჰამასთან“, Amnesty International-ი, Human Rights Watch-ი მუშაობს „ჰამასის“ სასარგებლოდ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.06.2025
„ერთად მეტი შეგვიძლია“ – „მაკდონალდს საქართველო“ McHappy Day-ს საქველმოქმედო კამპანიას იწყებს
„დომინოს“ 10 წლის იუბილე – გაარემონტე ერთი ამოსუნთქვით
BESPOKE AI WindFree™ - ჭკვიანი კონდიციონერები ინოვაციური გაგრილებით