ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი „საქპატენტის“ საქმიანობას დადებითად აფასებს

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს საინვესტიციო გარემოს შესახებ 2023 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი -„საქპატენტი“ უზრუნველყოფს ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების სამართლებრივ დაცვას საქართველოში, - ამის შესახებ ინფორმაციას "საქპატენტი" ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, სახელმწიფო დეპარტამენტი თავის ანგარიშში აღნიშნავს, რომ შეერთებული შტატების შესაბამისი უწყებები აქტიურად თანამშრომლობენ "საქპატენტთან" ინტელექტუალური საკუთრების უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებზე და ამ მიმართულებით ერთობლივად მუშაობენ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით.

„ანგარიშის მიხედვით, საქართველოს კანონმდებლობა ინტელექტუალური საკუთრების დაცვის სფეროში შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს, ამასთანავე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დადებითად არის შეფასებული საქპატენტის როლი ინტელექტუალური საკუთრების სფეროში ეროვნული კანონმდებლობის გაუმჯობესებასა და საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზაციის პროცესში.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოში უმჯობესდება მდგომარეობა ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვის აღსრულების კუთხით. რაც შეეხება არსებულ გამოწვევებს, ანგარიშში ნათქვამია, რომ შეერთებული შტატების მთავრობის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამა (CLDP) გააგრძელებს "საქპატენტისა" და სხვა შესაბამისი სამთავრობო უწყებების მხარდაჭერას, არსებული გამოწვევის ეფექტიანად გადასაწყვეტად“, -აღნიშნულია "საქპატენტის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვიტალი ბალა - რუსეთი სულაც არ არის დაუმარცხებელი და ისეთი საშიში, როგორც აქამდე ამერიკელებს და ევროპელების ნაწილს ეგონა
ისრაელის ელჩი - ჩვენი სტრატეგიაა, რომ „ჰამასმა“ ვეღარ გააკონტროლოს ღაზას სექტორი, რადგან ეს იმის გამეორებას გამოიწვევს, რაც უკვე გვინახავს - სამწუხაროდ, გაერო თანამშრომლობს „ჰამასთან“, Amnesty International-ი, Human Rights Watch-ი მუშაობს „ჰამასის“ სასარგებლოდ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.06.2025
„ერთად მეტი შეგვიძლია“ – „მაკდონალდს საქართველო“ McHappy Day-ს საქველმოქმედო კამპანიას იწყებს
„დომინოს“ 10 წლის იუბილე – გაარემონტე ერთი ამოსუნთქვით
BESPOKE AI WindFree™ - ჭკვიანი კონდიციონერები ინოვაციური გაგრილებით