თავდაცვის სამინისტრო - მოხალისეობრივი ორგანიზაციების წევრებთან თავდაცვის ახალი კოდექსის პროექტის ერთ-ერთ პუნქტთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

თავდაცვის სამინისტროში მოხალისეობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან თავდაცვის ახალი კოდექსის პროექტის ცალკეულ ჩანაწერთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, სხვადასხვა მედიასაშუალებასა და სოციალურ ქსელში, ომის დროს, რეგისტრირებული იარაღის დროებით ამოღების ნორმის შესახებ მიზანმიმართულად ვრცელდება დეზინფორმაცია. აქედან გამომდინარე, თავდაცვის უწყებამ მიზანშეწონილად მიიჩნია, მოხალისეობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან თემატური შეხვედრა გაემართა და მათთვის სწორი ინფორმაცია მიეწოდებინა.

„კოდექსზე მომუშავე თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა სტუმრებს განუმარტეს, რომ კანონპროექტში შეტანილი ცვლილებებით, პირიქით, ძლიერდება ტოტალური თავდაცვის პრინციპი, რაც გულისხმობს საზოგადოების ფართო ჩართულობის უზრუნველყოფას ქვეყნის თავდაცვაში. შესაბამისად, ცვლილებები ითვალისწინებს უფრო მეტი მოქალაქის მომზადებას, შესაძლებლობების მიცემას და გაწვრთნას ქვეყნის თავდაცვისთვის. ამ კონტექსტში სამხედრო მოსამსახურეებმა შესაბამის მაგალითებად მოიყვანეს განახლებული წვევამდელთა ეროვნული სამსახური, რომელიც ძლიერი რეზერვის წინაპირობაა და ასევე, თავდაცვის სფეროში ახალი მექანიზმების შექმნა, მოხალისეობრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ეფექტიანობის გასაზრდელად.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ომის დროს, რეგისტრირებული იარაღის დროებით ამოღების არსებული ნორმა წარმოადგენს საერთაშორისო პრაქტიკას, მათ შორის ნატოს წევრ და პარტნიორ ქვეყნებში, როგორიცაა საფრანგეთი, ესპანეთი, ლიეტუვა, ესტონეთი და ა.შ. საქართველოში კი, აღნიშნული ნორმა 1997 წლიდან არსებობს და მისი მთავარი მიზანია, ომის დროს უზრუნველყოფილი იყოს შესაძლო დანაშაულის პრევენცია და საზოგადოებრივი წესრიგი ლოკალურად, კონკრეტული გარემოებების არსებობის შემთხვევაში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა