გენეტიკური დაავადების მქონე არასრულწლოვანის მშობელმა შიმშილობა დაიწყო

გენეტიკური დაავადების მქონე არასრულწლოვანის მშობელმა, თამარ იარაჯულმა მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში შიმშილობა დაიწყო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თამარ იარაჯულმა განუცხადა, იმის გამო, რომ მისი შვილის მკურნალობისთვის თურქეთში უწევდათ წასვლა, ტრანსპორტირების ხარჯის დასაფარად თბილისის მერიას მიმართეს, თუმცა პასუხად უარი მიიღეს.

თამარ იარაჯულის განმარტებით, მოზარდი ამ დროისთვის უმძიმეს მდგომარეობაშია.

მისივე თქმით, შვილს აუტისტური სპექტრი აქვს.

დედის განმარტებით, გენეტიკური დაავადების შესახებ კვლევა თავდაპირველად თურქეთში ჩატარდა, შესაბამისად რეკომენდაციაც ასეთია - სადაც პირველადი გენი არის აღმოჩენილი, იქ უნდა შემოწმდეს მშობლების გენიც იმისთვის, რომ მკურნალობის პროცესი დაიწყონ.

„გაბრიელს ერთხელ უკვე ამოვუღეთ მუცლიდან სიმსივნე. ამის შემდეგ კვლავ ცუდად იყო. ამის გამო, თურქმა ექიმებმა გენეტიკური დაავადებებს კვლევა დაიწყეს, რადგან ბავშვს კიდურები პერიოდულად უდუნდება და ვეღარ დადის. საქართველოში, თვითონ ჯანდაცვამ მოგვცა ექსპერტიზის დასკვნა, რომ გაბრიელის დიაგნოზის დასმა საქართველოში ვერ ხერხდება, ანუ ჩემი ინიციატივით არ დავდივარ თურქეთში, მათივე დასკვნის საფუძველზე დავდივარ. ჩემი შვილის დაავადება არის ახალ აღმოჩენილი გენეტიკური დაავადება. კვლევა ჰარვარდში მიმდინარეობს, ეს დაავადება მსოფლიოში სულ 40 ბავშვს აქვს. სისხლი სპეციფიკურად არის ასაღები, რომელიც აქედან ვერც გერმანიაში გაიგზავნება. ასევე, ვიყავი ქართველ გენეტიკოსთან ტყემალაძესთან, რომელსაც ვკითხე საქართველოდან ანალიზის გაგზავნის შესახებ. დღეს დილით მომწერა, რომ ერთმა ლაბორატორიამ უარი უთხრა და მეორეს პასუხს ელოდება. ანუ გერმანიის ყველა ლაბორატორიამ უარი გვითხრა, მაგრამ გენი ანკარაში უკვე არის აღმოჩენილი. რეკომენდაციაც ასეთია - სადაც პირველადი გენი არის აღმოჩენილი, იქ მოხდეს მშობლების გენის შემოწმებაც, იმისთვის,რომ მკურნალობა დაიწყონ, მაგრამ ვერ მივდივართ უსახსრობის გამო. ჯანდაცვამ მკურნალობა და ოპერაცია ორჯერ დააფინანსა,მესამედ არ დააფინანსა. არადა, თავისივე ნებით დაწერეს, რომ მესამედაც უნდა წავსულიყავით თურქეთში. ტყუილით გაგვიშვეს თურქეთში, გვითხრეს საგარანტიოს დაგაწევთო, მაგრამ ასე არ მოხდა და ჩასულები უკან გამოგვიშვეს. საზოგადოების მიერ შეგროვებული თანხით ჩავატარეთ ანალიზი“, - განაცხადა თამარ იარაჯულმა.

ისრაელის ელჩი - ჩვენი სტრატეგიაა, რომ „ჰამასმა“ ვეღარ გააკონტროლოს ღაზას სექტორი, რადგან ეს იმის გამეორებას გამოიწვევს, რაც უკვე გვინახავს - სამწუხაროდ, გაერო თანამშრომლობს „ჰამასთან“, Amnesty International-ი, Human Rights Watch-ი მუშაობს „ჰამასის“ სასარგებლოდ
ემილ ავდალიანი - რეალური შანსი არსებობს, ირანმა და აშშ-მ ე.წ. „შუალედურ ბირთვულ შეთანხმებას“ მიაღწიონ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.06.2025
„ერთად მეტი შეგვიძლია“ – „მაკდონალდს საქართველო“ McHappy Day-ს საქველმოქმედო კამპანიას იწყებს
„დომინოს“ 10 წლის იუბილე – გაარემონტე ერთი ამოსუნთქვით
BESPOKE AI WindFree™ - ჭკვიანი კონდიციონერები ინოვაციური გაგრილებით