უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის შესახებ ინფორმაციით მანიპულირებისთვის ევროკავშირმა 7 პიროვნება და 5 ორგანიზაცია დაასანქცირა

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის შესახებ ინფორმაციით მანიპულირებისთვის ევროკავშირმა 7 პიროვნება და 5 ორგანიზაცია დაასანქცირა. ამის შესახებ განცხადება ევროკავშირის საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

განცხადების თანახმად, აღნიშნული კამპანია, რომელშიც რუსეთის სამთავრობო უწყებები და მთავრობასთან აფილირებული უწყებები იღებდნენ მონაწილეობას, მიზნად ისახავდა ინფორმაციის დამახინჯებას და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის მხარდამჭერი პროპაგანდის გავრცელებას.

“სამიზნეში ვიღებთ იმათ, ვინც ევროკავშირისა და წევრი სახელმწიფოების წინააღმდეგ უფრო ფართო კამპანიის ფარგლებში ინფორმაციით მანიპულირებითა და ჩარევით არის დაკავებული. ამ ახალი ჩამონათვალით ჩვენ ძლიერ სიგნალს ვაგზავნით, რომ ვიცით, როგორ მანიპულირებენ ჩვენი საინფორმაციო სივრცით და როგორ მოქმედებენ. ჩვენ მტკიცენი ვართ ჩვენს მიზანში მოვახდინოთ ამ საფრთხეების პრევენცია, შეკავება და ახალი ინსტრუმენტებით მათზე ეფექტური რეაგირება”, - განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა.

კერძოდ, შეზღუდვები დაუწესა Inforos-ს და მის დამფუძნებელს. Inforos-ი ონლაინ რესურსია, რომელიც მჭიდროდ არის დაკავშირებული რუსეთის მთავარ სადაზვერვო სამმართველოსთან და პასუხისმგებელია 270 ონლაინ მედია რესურსის შექმნისთვის, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის მხარდამჭერ პროპაგანდას ავრცელებდნენ.

სასანქციო სიაში ასევე შევიდნენ: ANO Dialog (რუსული არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც მჭიდროდ არის დაკავშირებული პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან), რუსული დიასპორის ინსტიტუტი, სოციალური დიზაინის სააგენტო, Structura National Technologies, ორი რუსული IT კომპანია (რომელიც დეზინფორმაციის აღნიშნულ კამპანიაში იყო ჩართული), და ასევე ამ ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ვახტანგ ძაბირაძე - ოპოზიციურად განწყობილმა ელექტორატმა არ უნდა თქვას უარი არჩევნებში მონაწილეობაზე, რადგან არჩევნებში არ მონაწილეობა პოლიტიკურ ბრძოლაზე უარის თქმას ნიშნავს
დავით გეფერიძე - აფხაზეთში საერთაშორისო ფრენების განხორციელება ეწინააღმდეგება საერთაშორისო საჰაერო სამართლის ძირითად პრინციპებსა და ნორმებს, თან მგზავრებისთვის საფრთხის შემცველიცაა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.06.2025
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება