ვახტანგ ძაბირაძე - ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობით პრობლემა შეიძლება გაჩნდეს ამერიკასთან და დასავლეთთან ურთიერთობაში  - ისევ კითხვა დგას: „საით მივდივართ?“

ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობით პრობლემა შეიძლება გაჩნდეს ამერიკასთან და დასავლეთთან ჩვენს ურთიერთობაში, შესაძლოა, რაღაც კითხვის ნიშნები გაჩნდეს, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა, ვახტანგ ძაბირაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

ძაბირაძის თქმით, ჩინეთში პრემიერ-მინისტრის ვიზიტი იყო მნიშვნელოვანი და ძალიან კარგია, რომ ურთიერთობები ღრმავდება ჩინეთთან, რადგან ის მსოფლიოში მეორე და მზარდი ეკონომიკაა, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ დაზუსტდეს, რა იგულისხმება ჩინეთთან "სტრატეგიულ პარტნიორობაში".

„მე პირადად, რამაც ყური მომჭრა, ეს იყო სიტყვა „სტრატეგიული პარტნიორი“. მინიმუმ დაზუსტებას მოითხოვს ეს, თუ რა იგულისხმება ამ სტრატეგიულ პარტნიორობაში. ჩვენ გვყავს სტრატეგიული პარტნიორი აშშ და ვიცით, რაც იგულისხმება ამ სტრატეგიულ პარტნიორობაში“, - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.

ვახტანგ ძაბირაძის თქმით, საქართველოს ხელისუფლებას გაცილებით კომფორტულად შეუძლია ელაპარაკოს ჩინეთის ხელისუფლებას, ვიდრე დასავლეთს.

„ჩვენი ხელისუფლება დაკავებულია დასავლეთის კრიტიკით, ამ ფონზე, უეცრად სტრატეგიულ პარტნიორობას ვაფორმებთ ჩინეთთან. საქართველოს ხელისუფლებას გაცილებით კომფორტულად შეუძლია ელაპარაკოს ჩინეთის ხელისუფლებას იმიტომ, რომ ფაქტობრივად ავტორიტარული რეჟიმია იქაც და აქაც. მშვენივრად გრძნობენ თავს ერთიც და მეორეც. ამას თუ დავუმატებთ ეკონომიკის იმ გაძლიერებას, რაზედაცაა საუბარი. არის აზიის განვითარების ბანკი, რომელიც ჩინეთს ექვემდებარება და რომელსაც აქვს უზარმაზარი კაპიტალი, არანაკლები, ვიდრე დასავლეთს. „საით მივდივართ?“ ისევ ეს კითხვა დგას. მართლა ვპარტნიორობთ დასავლეთთან და მივდივართ დასავლეთისკენ, თუ ვექტორი შეიძლება გადაიხაროს და რუსეთის ინტერესები კი არ დააბალანსოს ჩინეთმა, რუსეთი არ ჩაანაცვლოს ჩინეთმა, ესეც ხომ პრობლემაა?“, - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.

ოლექსი რეზნიკოვი - რუსეთი სინამდვილეში ქაღალდის ვეფხვია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2025
კახა გოგოლაშვილი - ხელისუფლების მხრიდან საქმე გვაქვს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციასთან, მცდელობასთან, რომ ქვეყანაში დემოკრატია საბოლოოდ დასრულდეს და მოხდეს საქართველოს აზერბაიჯანიზაცია
„ვისოლის“ გათამაშებაში მეორე წყვილი ავტომობილი BMW X1 თბილისში მოიგეს
Heineken და „ზედაზენი“ - ახალი სტრატეგიული თანამშრომლობა საქართველოს ბაზარზე
Samsung Bespoke AI - ინოვაციური ტექნოლოგიებით აღჭურვილი მაცივარი
STEAM Challenge Georgia - ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ისტორიის გაცოცხლება - „კარფური“ უნიკალურ პროექტს ახორციელებს