ლევან ხაბეიშვილი - გაპროტესტების უფლებას გვართმევენ, რომ პუტინისტებს საფრთხე არ დაემუქროს - ეს ხალხი მზად არის, კორდონი გაუკეთოს პუტინისტებს და რუსულ კრუიზს მოემსახუროს

გაპროტესტების უფლებას გვართმევენ, რომ პუტინისტებს საფრთხე არ დაემუქროს - ეს ხალხი მზად არის, კორდონი გაუკეთოს პუტინისტებს და რუსულ კრუიზს მოემსახუროს , - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილმა ბათუმის პორტის მიმდებარედ აქციაზე განაცხადა, სადაც საკრუიზო ლაინერის Astoria Grande-ს შემოსვლას აპროტესტებენ.

ხაბეიშვილის თქმით, მოხარულია, რომ საქართველოს მოქალაქეები არ ეგუებიან.

"გაპროტესტების უფლებას გვართმევენ, რომ პუტინისტებს საფრთხე არ დაემუქროს. შესაბამისად, კორიდორს უკეთებენ და ალბათ, რომ ჩამოვლენ, მერე ფიანდაზად დაეგებიან. სამწუხარო რეალობაა, რომ პოლიციელი კანონს კი არ იცავს, კობახიძე, ივანიშვილის დავალებას ასრულებენ. ამ ხალხს რომ ფორმა აცვია და ის კაცი დავლებას იძლევა, ძალიან უხერხულია. მე მეუხერხულება,პოლიციელებს პატივს ვცემ, მაგრამ არა კობახიძის, პუტინის და ივანიშვილის დავალების შემსრულებლებს. ეს ხალხი ზმად არის კორდონი გაუკეთოს პუტინისტებს და რუსულ კრუიზს მოემსახუროს. ეს ჩემთვის, როგორც საქართველოს მოქალაქისთვის არის კატასტროფა. მე ძალიან მიხარია, რომ ბათუმელები, აჭარლები, სხვადასხვა ქალაქიდან ჩამოსული ადამიანები, გააპროტესტებენ და არ შეეგუებიან", - აცხადებს ხაბეიშვილი.

ბათუმის პორტის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქცია 31 ივლისს, დილის 06:00 საათზე დაანონსდა. პროტესტი მას შემდეგ დაიგეგმა, რაც გავრცელდა ცნობები, რომ საკრუიზო ლაინერი Astoria Grande სოჭიდან ბათუმში 31 ივლისს ჩავა. “ეხო კავკაზას“ ინფორმაციით, საკრუიზო ლაინერზე რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინისა და ომის მომხრე არტისტები იმყოფებიან.

შეგახსენებთ, რომ საკრუიზო ლაინერი Astoria Grande პირველად საქართველოში 27 ივლისს შემოვიდა. ბათუმის პორტში მოქალაქეებმა საკრუიზო გემის ჩამოსვლა, მაშინაც გააპროტესტეს და გემმა პორტი ხმაურის და პროტესტის ფონზე დატოვა.

ოლექსი რეზნიკოვი - რუსეთი სინამდვილეში ქაღალდის ვეფხვია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2025
კახა გოგოლაშვილი - ხელისუფლების მხრიდან საქმე გვაქვს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციასთან, მცდელობასთან, რომ ქვეყანაში დემოკრატია საბოლოოდ დასრულდეს და მოხდეს საქართველოს აზერბაიჯანიზაცია
„ვისოლის“ გათამაშებაში მეორე წყვილი ავტომობილი BMW X1 თბილისში მოიგეს
Heineken და „ზედაზენი“ - ახალი სტრატეგიული თანამშრომლობა საქართველოს ბაზარზე
თბილისში მასშტაბური საფეხბურთო ფორუმი ჩატარდება