რომან გოცირიძე - ჰიბრიდული ომის ნაწილია, როდესაც რუსეთიდან გემი შემოდის - მათი ემოცია და განაცხადი იყო, რომ მიდიან თავისიანებთან

გემს მთელი საქართველო დახვდა პროტესტითა და კაქტუსებით, ეკლებით, მარტო „ქართული ოცნების“ ელიტა დახვდა ყვავილებით, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, რომან გოცირიძემ „პალიტრანიუსის” გადაცემა „360 გრადუსში“ ბათუმის პორტში საკრუიზო გემ “ასტორია გრანდეს“ შემოსვლაზე საუბრისას განაცხადა.

რომან გოცირიძის თქმით, „ქართული ოცების“ ამომრჩეველი ამ გემის შემოსვლის წინააღმდეგია და „ოცნება“ თავის ამომრჩევლის ნებასაც ასცდა.

„ჰიბრიდული ომის ნაწილია ეს, როდესაც გემი შემოდის. მათი ემოცია და განაცხადი იყო, რომ ისინი მიდიან თავისიანებთან. ისე მოდიოდნენ, როგორც ბელარუსში და მერე გაუკვირდათ, ძალიან ეუცნაურათ, რომ ყვავილებით, ცეკვით და ტაშით არ ხვდებიან. მთელი საქართველო დახვდა პროტესტითა და კაქტუსებით, ეკლებით. მარტო „ქართული ოცნების“ ელიტა დახვდა ყვავილებით.

„ქართლი ოცნების“ ამომრჩევლის 99,9% წინააღმდეგია ამ გემის შემოსვლის. საქართველოს მმართველი ხელისუფლება ასცდა ხალხს და იმ ამომრჩეველსაც კი, რომელმაც მას მხარი დაუჭირა“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

გოცირიძის განმარტებით, ის ფაქტი, რომ ბათუმი კრუიზიდან ამოიღეს, ნიშნავს, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი.

„პოლიტიკურ პროტესტს რომ აზრი არ ჰქონოდა, მაშინ ლავროვის შვილის შემდეგ, შოიგუს შვილიც ჩამოვიდოდა აქ და მერე შეიძლება პრიგოჟინის შვილსაც მონდომებოდა საქართველოში ქორწილის გადახდა და გართობა. სწორედ პროტესტის გამო მოხდა მათი გაძევება და ძალიან კარგი სიგნალი გაიგზავნა მთელი მსოფლიოსათვის. დაახლოებით მსგავსი რამ მოხდა, როდესაც ამოღებული იქნა კრუიზიდან ბათუმი და ამას, რა თქმა უნდა, აქვს როგორც სიმბოლური, ასევე პოლიტიკური დატვირთვა. ასევე ის დატვირთვა, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

დავით გეფერიძე - აფხაზეთში საერთაშორისო ფრენების განხორციელება ეწინააღმდეგება საერთაშორისო საჰაერო სამართლის ძირითად პრინციპებსა და ნორმებს, თან მგზავრებისთვის საფრთხის შემცველიცაა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.06.2025
ოლექსი რეზნიკოვი - რუსეთი სინამდვილეში ქაღალდის ვეფხვია
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება