ინდოეთში ინდუსებსა და მუსლიმებს შორის შეტაკებას 5 ადამიანი ემსხვერპლა

ინდოეთის ჰარიანას შტატში ინდუსებსა და მუსლიმებს შორის შეტაკებას მინიმუმ 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, - ინფორმაციას Reuters-ი ადგილობრივ სამართალდამცავებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირება მაშინ დაიწყო, როდესაც ინდუსებმა რელიგიური მსვლელობის დროს ნუჰის რეგიონში გაიარეს, რომელიც, უმეტესად, მუსლიმებითაა დასახლებული.

„მსვლელობის მიზანი იყო ერთი ტაძრიდან მეორეში გადასვლა, მაგრამ გზად ორ ჯგუფს შორის მოხდა შეტაკება, რის შედეგადაც ოთხი ადამიანი დაიღუპა“, - განუცხადა Reuters ნუჰის პოლიციის პრესსპიკერმა, კრიშან კუმარმა.

მისი თქმით, დაღუპულებს შორის ორი სამართალდამცავიცაა. ამასთან, შეტაკების შედეგად კიდევ 10 პოლიციელი დაშავდა.

ნუჰის რეგიონში დაწყებული ძალადობა მეზობელ გურუგრამაშიც გაგრძელდა, სადაც ღამით მეჩეთი გადაწვეს, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი - დაშავდა.

ადგილობრივ პოლიციაში აცხადებენ, რომ თავდამსხმელები, რომლებმაც მეჩეთი გადაწვეს, იდენტიფიცირებულნი არიან და რამდენიმე მათგანი დააკავეს.

ოლექსი რეზნიკოვი - რუსეთი სინამდვილეში ქაღალდის ვეფხვია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2025
კახა გოგოლაშვილი - ხელისუფლების მხრიდან საქმე გვაქვს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციასთან, მცდელობასთან, რომ ქვეყანაში დემოკრატია საბოლოოდ დასრულდეს და მოხდეს საქართველოს აზერბაიჯანიზაცია
„ვისოლის“ გათამაშებაში მეორე წყვილი ავტომობილი BMW X1 თბილისში მოიგეს
Heineken და „ზედაზენი“ - ახალი სტრატეგიული თანამშრომლობა საქართველოს ბაზარზე
Samsung Bespoke AI - ინოვაციური ტექნოლოგიებით აღჭურვილი მაცივარი
STEAM Challenge Georgia - ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ისტორიის გაცოცხლება - „კარფური“ უნიკალურ პროექტს ახორციელებს