ეროვნული ბანკი ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის შესაბამისობის კონტროლის კითხვარს აქვეყნებს

საქართველოს ეროვნული ბანკი დაინტერესებული პირებისთვის ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმებისა და რეგულირების წესით განსაზღვრული შესაბამისობის კონტროლის კითხვარს აქვეყნებს.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერად რეგისტრაციის მიზნით, დაინტერესებულმა პირებმა წესით განსაზღვრულ სხვა დოკუმენტაციასთან ერთად, ეროვნულ ბანკში უნდა წარადგინონ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით, ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის მიერ შესაბამისობის კონტროლის სისტემის დასანერგად შემუშავებული შიდა ინსტრუქცია (პოლიტიკა-პროცედურა), მათ შორის, ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების ორგანიზაციული რისკის შეფასების დოკუმენტი.

„წესის მიხედვით, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია შიდა ინსტრუქციის ნაცვლად ან დამატებით მოითხოვოს შიდა პროცედურებით გათვალისწინებული ინფორმაციის მოწოდება კითხვარის სახით. კითხვარის ელექტრონული ვერსია ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზეა განთავსებული. აღნიშნულ დოკუმენტაციას ეროვნული ბანკი განიხილავს მხოლოდ მისი შემადგენელი კომპონენტების სისრულის კუთხით. ამასთან, ეროვნულ ბანკს შეუძლია, რისკზე დამყარებული მიდგომის საფუძველზე შინაარსობრივად განიხილოს წარდგენილი დოკუმენტაცია“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
სოფიო ხორგუანი - საქართველოს ხალხმა უნდა დავიჯეროთ, რომ ჩვენი სამშობლოსთვის თანამედროვე სახელმწიფოს აშენება შეგვიძლია
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება