სერგი კაპანაძე - ჩინეთი და რუსეთი ნატოს გაფართოებას გმობენ, არ შეიძლება სტრატეგიული პარტნიორი ერქვას ქვეყანას, რომელიც შენი კონსტიტუციით განსაზღვრული საგარეო პოლიტიკური მიზნის მკვეთრი მოწინააღმდეგეა - სერიოზულ ეჭვს ბადებს

ახლა ჩინეთთან ურთიერთობა ჩვენს დასავლელ პარტნიორებს არ უტოვებს შთაბეჭდილებას, რომ საქართველოს ევროინტეგრაცია სერიოზულად აინტერესებს , - ამის შესახებ ორგანიზაცია „გრასის“ დამფუძნებელმა, სერგი კაპანაძემ განაცხადა, რითაც საქართველოსა და ჩინეთს შორის სტრატეგიული ურთიერთობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებას გამოეხმაურა.

როგორც კაპანაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა, ჩინეთთან ურთიერთობა ცუდი არ არის, პრობლემა არის კონტექსტი ე.წ. სტრატეგიული პარტნიორობის, რომელიც კითხვებს აჩენს.

„საბოლოო ჯამში, ეს რასაც პრობლემას უქმნის არის ის, თუ როგორი აღქმა რჩებათ ჩვენს პარტნიორებს და როგორ იცვლება ჩვენი ვექტორი. აქამდე, ჩვენ ჩინეთთან ამ ერთ სიბრტყეში არ ვიყავით, ბევრი მოსაზრების გამო, მათ შორის, იმის გამო, რომ ჩინეთი აშშ-ს და ევროპის მოწინააღმდეგე ძალად ითვლება, განსხვავებული ვექტორია.

დეკლარირებულად, ჩინეთი და რუსეთი გმობენ ნატოს გაფართოებას. არ შეიძლება სტრატეგიული პარტნიორი ერქვას იმ ქვეყანას, რომელიც შენი კონსტიტუციით განსაზღვრული საგარეო პოლიტიკური მიზნის მკვეთრი მოწინააღმდეგეა. როდესაც სტრატეგიულ პარტნიორობაზე საუბრობენ, ეს სერიოზულ კითხვის ნიშნებს ბადებს და სერიოზულ ეჭვს.

აქამდე, ჩვენ სტრატეგიული პარტნიორობა განსაზღვრული გვქონდა აშშ-თან, ევროკავშირთან, უკრაინასთან და თურქეთთან. თუ ყველასთან სტრატეგიული პარტნიორობა გაქვს ე.ი. დამაბნეველი და გაურკვეველი საგარეო პოლიტიკა გაქვს“, - განაცხადა კაპანაძემ.

კითხვაზე, რამდენად არის ჩინეთთან დაახლოება პრობლემა ევროინტეგრაციის გზაზე, კაპანაძე პასუხობს, რომ ეს პრობლემაა, რადგან ჩინეთის დეკლარირებული საგარეო პოლიტიკური მიზნები არ არის თანხვედრაში საქართველოს დეკლარირებული საგარეო პოლიტიკურ მიზნებთან.

„რა თქმა უნდა, პრობლემაა. ევროკავშირისთვის და ამერიკისთვის პრობლემაა ამ ხელისუფლების დამოკიდებულება რუსეთთან მიმართებაში. ახლა ჩინეთთან ურთიერთობა ჩვენს დასავლელ პარტნიორებს არ უტოვებს შთაბეჭდილებას, რომ საქართველოს ევროინტეგრაცია სერიოზულად აინტერესებს.

ჩინეთი არის ქვეყანა, რომლის დეკლარირებული საგარეო პოლიტიკური მიზნები არ არის თანხვედრაში ჩვენი ქვეყნის დეკლარირებული საგარეო პოლიტიკურ მიზნებთან. ნებისმიერი არადასავლური, საბოლოო ჯამში აღმოჩნდება პრორუსული. ამ კონტექსტში და ამ რეგიონში ჩინეთი არ არის რუსეთის მოწინააღმდეგე“,- განაცხადა სერგი კაპანაძემ.

30.06.2025 / 09:10

ფიქრეტ სადიხოვი - აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის ურთიერთობების პერსპექტივა ბევრად იქნება იმაზე დამოკიდებული, თუ როგორ შეაფასებს დღეს არსებულ დაძაბულ ვითარებას რუსეთის ხელმძღვანელობა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.06.2025
გიორგი მელაშვილი - არჩევნებში მონაწილეობა-არმონაწილეობის მიდგომას აქვს პლუსები და მინუსები - მაგრამ ორივე შესაძლებლობა განწირულია, თუ ვერ მოხერხდება ოპოზიციაში ერთიან პოზიციაზე შეჯერება
ევროპის უმაღლესი განათლების კვირეულის ფარგლებში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: „განათლება - კეთილდღეობის კატალიზატორი“ აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში გაიმართა
სპეციალური შეთავაზება - Hyundai Santa Fe 15 000-ლარიანი ფასდაკლებით
5 ივლისს დიდი ფასდაკლების დღე „არქი ჰორაიზონის“ პრემიუმ კომპლექსის ბინებზე
ახალი სტანდარტი სამშენებლო ინდუსტრიაში - LSG Solutions-მა პარტნიორებს თანამშრომლობის ინოვაციური მოდელი Delivery Partner წარუდგინა
უყურე Setanta Sports ულიმიტოდ „სილქნეტის“ ქსელში