ირაკლი ზარქუა - მივიდა ვაშაძე და ჩაგრავს „ხაბეს“, ამის გამო „ცხელ შემოდგომას“ მოვუწყობ პარლამენტში - მაღალი რომ ხარ და კიდევ „ხაბეზე“ მეტად  პოპულისტი, ამიტომ გინდა დაჩაგრო?!

მივიდა ვაშაძე (პარტიაში) და ჩაგრავს "ხაბეს", ამის გამო "ცხელ შემოდგომას" მოვუწყობ პარლამენტში, იმიტომ, რომ ეს არასწორია. ახლა შენ იმიტომ, რომ მაღალი ხარ და კიდევ პოპულისტი ხარ "ხაბეზე" მეტად, ამიტომ გინდა დაჩაგრო?! - "არ მოსულა", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ "გამარჯვების პლატფორმაზე" საუბრისას აღნიშნა.

მისივე თქმით, ამ პლატფორმას "პოპულიზმის და ხელმოცარულების" პლატფორმას დაარქმევდა და ხალხი არჩევნებზე კიდევ ერთხელ დაინახავს, რომ "ქართულ ოცნებას" ალტერნატივა არ ჰყავს.

„მივიდა ვაშაძე და ჩაგრავს „ხაბეს“, ამის გამო „ცხელ შემოდგომას“ მოვუწყობ აქ, პარლამენტში, იმიტომ, რომ ეს არასწორია. ახლა შენ იმიტომ, რომ მაღალი ხარ და კიდევ პოპულისტი ხარ "ხაბეზე" მეტად, ამიტომ გინდა დაჩაგრო?! მიხვედი პარტიაში ხომ, კეთილი ინებე და გაითვალისწინე, ჯერ "ხაბე", მერე ვაშაძე. პრემიერ- მინისტრის კანდიდატურაზეც მე მხარს ვუჭერ ბატონ ხაბეიშვილს, ეკუთვნის სამართლიანად, ეს რომ მივიდა იქ და აჩოჩებს, არ მოსულა ეს, არსად არ წერია.

სერიოზულად რომ ვილაპარაკოთ, ორივე წყალწაღებულები არიან. 2024 - ში ხალხი დაინახავს, რომ "ქართულ ოცნებას" ალტერნატივა არ ჰყავს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ იდეალურები ვართ, ჩვენც გვაქვს შეცდომები, მაგრამ ზუსტად ვიცით და საზოგადოებამ იცის, ქართული ინტერესებით ვხელმძღვანელობთ, ამის შედეგები გვაქვს, მერამდენე წელია მაღალი ეკონომიკური ზრდა გვაქვს, ჩინეთმა სტრატეგიულ პარტნიორად მიგვიღო და ეს საფუძველია, რომ კიდევ უფრო მეტად განვავითაროთ ურთიერთობები და შემოსავლები საქართველოსთვის, საქართველო რუკაზე თავის ღირსეულ ადგილს იკავებს და აძლიერებს,"- განაცხადა ზარქუამ.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში