პოლონეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ნატოს აღმოსავლეთ ფლანგთან „ვაგნერის“ მებრძოლების გადასროლა მიმდინარეობს

პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, მატეუშ მორავეცკის განცხადებით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის დესტაბილიზაციის მიზნით, ნატოს აღმოსავლეთ ფლანგთან კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ მებრძოლების გადასროლა მიმდინარეობს.

Reuters-ის ცნობით, აღნიშნული განცხადება პოლონეთის პრემიერმა ლიეტუვას პრეზიდენტთან, გიტანას ნაუსედასთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

მისივე თქმით, ნატოს წევრებმა უნდა გააცნობიერონ, რომ პროვოკაციების რიცხვი გაიზრდება, რადგან „ვაგნერის“ ჯგუფი განსაკუთრებით საშიშია.

ამასთან, ლიეტუვას პრეზიდენტის თქმით კი, „ვაგნერელების“ რაოდენობა ბელარუსში უკვე 4 000-ს აღემატება.

"ჩვენ უნდა ვისაუბროთ არა მარტო ეროვნულ დონეზე მიღებულ ზომებზე, არამედ იმაზეც, რა უნდა გავაკეთოთ, ვითარება, რომ გართულდეს, ბელარუსთან საზღვრების ჩაკეტვის ჩათვლით. ეს გადაწყვეტილება პოლონეთსა, ლიეტუვას და ლატვიას შორის უნდა იყოს კოორდინირებული", - დასძინა ნაუსედამ.

ოლექსი რეზნიკოვი - რუსეთი სინამდვილეში ქაღალდის ვეფხვია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2025
კახა გოგოლაშვილი - ხელისუფლების მხრიდან საქმე გვაქვს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციასთან, მცდელობასთან, რომ ქვეყანაში დემოკრატია საბოლოოდ დასრულდეს და მოხდეს საქართველოს აზერბაიჯანიზაცია
„ვისოლის“ გათამაშებაში მეორე წყვილი ავტომობილი BMW X1 თბილისში მოიგეს
Heineken და „ზედაზენი“ - ახალი სტრატეგიული თანამშრომლობა საქართველოს ბაზარზე
თბილისში მასშტაბური საფეხბურთო ფორუმი ჩატარდება