ინფრასტრუქტურის მინისტრი - 50-მდე ადამიანი იყო, რომლებსაც ვერ ვუკავშირდებოდით, თუმცა უახლესი ინფორმაციაა, რომ 6 ადამიანი უკვე კავშირზეა და უსაფრთხოდ არიან

ინფრასტრუქტურის მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, უახლესი ინფორმაციით, შოვში, სტიქიის ზონაში 6 ადამიანი, რომელთაც ვერ უკავშირდებოდნენ, უკვე კავშირზე არიან.

მინისტრის თქმით, სტიქიის ადგილას ამ დროისთვის 150-მდე მაშველი რჩება.

“არიან ადამიანები, რომლებსაც ვერ ვუკავშირდებით, დაახლოებით 50-მდე ადამიანი იყო, თუმცა უახლესი ინფორმაცია არის ის, რომ 6 ადამიანი, რომელსაც ვერ ვუკავშირდებოდით, უკვე კავშირზეა და უსაფრთხოდ არიან. ეს პროცესი გრძელდება, მიუხედავად ღამის საათებისა, 150 მაშველი იმყოფება უშუალოდ სტიქიის არეალში სამძებრო სამუშაოების განსახორციელებლად”,- განაცხადა ქარსელაძემ.

ოლექსი რეზნიკოვი - რუსეთი სინამდვილეში ქაღალდის ვეფხვია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2025
კახა გოგოლაშვილი - ხელისუფლების მხრიდან საქმე გვაქვს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციასთან, მცდელობასთან, რომ ქვეყანაში დემოკრატია საბოლოოდ დასრულდეს და მოხდეს საქართველოს აზერბაიჯანიზაცია
„ვისოლის“ გათამაშებაში მეორე წყვილი ავტომობილი BMW X1 თბილისში მოიგეს
Heineken და „ზედაზენი“ - ახალი სტრატეგიული თანამშრომლობა საქართველოს ბაზარზე
თბილისში მასშტაბური საფეხბურთო ფორუმი ჩატარდება