თემურ მღებრიშვილი - იმაზე მეტ საქმეს, რასაც ახლა ადგილზე მყოფი მეხანძრე-მაშველები აკეთებენ, დამერწმუნეთ, ვერტმფრენი ვერ გააკეთებს - ვგეგმავთ დილის 06:00 საათზე ვერტმფრენებით მუშაობის დაწყებას, ხვალისთვის კიდევ ორი დაემატება

ამინდმაც შეგვიშალა გარკვეულწილად ხელი, თუმცა მფრინავების, მართლაც, რომ გმირობის ფასად შემოაღწია ხეობაში ვერტმფრენმა და დავიწყეთ მოსახლეობის ევაკუაცია, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თეიმურაზ მღებრიშვილმა რაჭაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით მედიასთან განაცხადა და აღნიშნა, რომ შეტყობინების მიღებისთანავე დაუყოვნებლივ დაიგეგმა სამაშველო ღონისძიებაში ვერტმფრენის ჩართულობა.

თეიმურაზ მღებრიშვილმა აღნიშნა, რომ მიუხედავად ცუდი ამინდისა და რთული რელიეფისა, სასაზღვრო პოლიციის მფრინავებმა, მაინც მოახერხეს ხეობაში შეღწევა და მოსახლეობის ევაკუაცია.

„ინფორმაცია ინციდენტის შესახებ შემოვიდა 15:10 -ზე, დაუყოვნებლივ დაიგეგმა ვერტმფრენების ჩართულობა, მოგეხსენაბათ, რომ ამას ჭირდება გარკვეული პერიოდი.

გარდა ამისა, ამინდმაც შეგვიშალა გარკვეულწილად ხელი, თუმცა მფრინავების, მართლაც, რომ გმირობის ფასად შემოაღწია ხეობაში ვერტმფრენმა და დავიწყეთ მოსახლეობის ევაკუაცია.“- განაცხადა თეიმურაზ მღებრიშვილმა.

რაც შეეხება ღამით, სამაშველო ღონისძიებებში ვერტმფრენის ჩართვას, მისი თქმით, ეს იქნებოდა არასწორი და გაუმართლებელი უსაფრთხოებიდან გამომდინარე.

"რაც შეეხება, ვერტმფრენების ასეთ პერიოდში გამოყენებას, დამერწმუნეთ, ასეთ რთულ ხეობაში, ღამით რაც არ უნდა აღჭურვილი იყოს ვერტმფრენი, ძალიან გაჭირდებოდა და ეს იქნებოდა ძალიან არასწორი და გაუმართლებელი უსაფრთხოებიდან გამომდინარე.

იმაზე მეტ საქმეს, რასაც ახლა ადგილზე მყოფი მეხანძრე-მაშველები აკეთებენ, დამერწმუნეთ, ვერტმფრენი ვერ გააკეთებს, კიდევ და კიდევ გამომდინარე, რთული რელიეფიდან", - განაცხადა თეიმურაზ მღებრიშვილმა.

თეიმურაზ მღებრიშვილის თქმით, ვერტმფრენების ჩართულობით სამაშველო ღონისძიება 06:00 საათიდან განახლდება და ოპერაციაში დამატებით 2 ვერტმფრენი ჩაერთვება.

„ჩვენ ვგეგმავთ დილის 06:00-ზე ვერტმფრენებით მუშაობის დაწყებას , გარდა ამისა, ხვალისთვის კიდევ 2 ვერტმფრენი დაემატება, იმუშავებს და აქტიურად გაგრძელდება დილიდანვე. მთავარია ამინდმა არ შეგვიშალოს ხელი“. - აღნიშნა თეიმურაზ მღებრიშვილმა.

ოლექსი რეზნიკოვი - რუსეთი სინამდვილეში ქაღალდის ვეფხვია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2025
კახა გოგოლაშვილი - ხელისუფლების მხრიდან საქმე გვაქვს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციასთან, მცდელობასთან, რომ ქვეყანაში დემოკრატია საბოლოოდ დასრულდეს და მოხდეს საქართველოს აზერბაიჯანიზაცია
„ვისოლის“ გათამაშებაში მეორე წყვილი ავტომობილი BMW X1 თბილისში მოიგეს
Heineken და „ზედაზენი“ - ახალი სტრატეგიული თანამშრომლობა საქართველოს ბაზარზე
Samsung Bespoke AI - ინოვაციური ტექნოლოგიებით აღჭურვილი მაცივარი
STEAM Challenge Georgia - ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ისტორიის გაცოცხლება - „კარფური“ უნიკალურ პროექტს ახორციელებს