თეა გოდოლაძე - საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი გეოლოგიის მატარებელი ქვეყანაა, სახეზეა ყველა კატასტროფული მოვლენა, რაც შეიძლება მოხდეს - ყველა მუნიციპალიტეტს გეოლოგიური სამსახური უნდა ჰქონდეს

ჩვენს ქვეყანაში დეცენტრალიზაციის პრობლემაა, ონში რომ ხდება რაღაც, ონს უნდა ჰქონდეს ცენტრი, რომელიც ამის შესახებ ინფორმაციას გასცემს ან რეაგირებას მოახდენს, ყველა მუნიციპალიტეტს გეოლოგიური სამსახური უნდა ჰქონდეს , - ამის შესახებ დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, თეა გოდოლაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა.

თეა გოდოლაძის თქმით, ქვეყანას რეგიონული მონიტორინგის სისტემები უნდა ჰქონდეს და გეოლოგები მუდმივად აკონტროლებდნენ პროცესებს.

„ლამაზი ქვეყანა გვაქვს, მაგრამ სამწუხაროდ, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი გეოლოგიის მატარებელი ქვეყანაა. სახეზეა ყველა კატასტროფული მოვლენა, რაც შეიძლება მოხდეს: ღვარცოფების განვითარება, მეწყრების განვითარება, მიწისძვრები და ა.შ. ამიტომ პრევენციაზე, როდესაც ვლაპარაკობთ, ჩვენ ვლაპარაკობთ მონიტორინგზე. თბილისის ცენტრიდან კი არ უნდა იმართებოდეს მონიტორინგის სისტემები, რეგიონული მონიტორინგის სისტემები უნდა გვქონდეს, როდესაც გეოლოგები მუდმივად აკონტროლებენ პროცესებს. 21-ე საუკუნეა, განვითარებულია სატელიტური ტექნოლოგიები, სახმელეთო-რადარული ტექნოლოგიები. უამრავი ტექნოლოგიაა, რომელიც კომპლექსში პრობლემის იდენტიფიცირების საშუალებას გვაძლევს და საფრთხის შესახებ გარკვეული ალბათობით შეგვიძლია ვისაუბროთ. მიწისძვრა სხვა საკითხია და ამის პროგნოზირება შეუძლებელია, მაგრამ, როდესაც კლიმატურ პრობლემებზე გვაქვს ლაპარაკი, აქ შესაძლებელია გარკვეული ალბათობით და გარკვეული დროის პერიოდში მსგავსი პრობლემების იდენტიფიცირება და განსაზღვრა.

ეს არის გლობალური დათბობის შედეგად გამოწვეული პრობლემები, როდესაც ხდება მყინვარის სწრაფი დნობა. ტბებიც ჩნდება და შემდეგ ეს ტბები გრავიტაციით ქვემოთ მოდის. ხდება მყინვარული მდინარეების ადიდება. გავიხსენოთ 2017 წლის მესტია-ჭალის პრობლემები, გავიხსენოთ 2018 წლის ნენსკრა... პრობლემა მოკლე მეხსიერებაა“, - განაცხადა თეა გოდოლაძემ.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
სოფიო ხორგუანი - საქართველოს ხალხმა უნდა დავიჯეროთ, რომ ჩვენი სამშობლოსთვის თანამედროვე სახელმწიფოს აშენება შეგვიძლია
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება