მიხეილ სარჯველაძე - როცა საგამოძიებო კომისიის შექმნა თვითმიზნად გაქვს გამოცხადებული, საეჭვოდ გამოიყურება - საკითხი პარლამენტმა იმ შემთხვევაში უნდა შეისწავლოს თუ საპარლამენტო ფორმატის მიღმა რამე დარჩება გამოსაკვლევი

როცა პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნა თვითმიზნად გაქვს გამოცხადებული, საეჭვოდ და არასწორად გამოიყურება - საკითხი პარლამენტმა იმ შემთხვევაში უნდა შეისწავლოს თუ საპარლამენტო ფორმატის მიღმა რამე დარჩება გამოსაკვლევი, - ასეთია ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სარჯველაძის პოზიცია შოვის ტრაგედიის პარლამენტის საგამოძიებო კომისიის ფარგლებში შესწავლის შესახებ.

სარჯველაძე ამბობს, რომ საგამოძიებო კომისიის შექმნას და საკითხის საპარლამენტო კომისიის მიერ შესწავლას ობიექტური საჭიროება უნდა განაპირობებდეს.

მისივე შეფასებით, უზნეობა, მდაბიო და ამორალური საქციელია, როცა მომხდარი ტრაგედიის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას ცდილობენ.

„პოლიტიკოსები თავადაც ვერ გარკვეულან, არც ერთი სპეციალისტის მოსაზრება არ მოუსმენიათ და პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით გამოდიან. საკითხის შესწავლა-გამოკვლევა, კითხვის დასმა ნორმალურია, მაგრამ საგამოძიებო კომისიის შექმნის თვითმიზნად გამოცხადება, როცა ჯერ ობიექტურად ვერ გარკვეულან ამის საჭიროება არის თუ არა, სწორი არ არის. იქნებ მეცნიერების მხრიდან ისეთი დასკვნა დაიდოს, რაც ეჭვს აღარ აღძრავს. ასეთ შემთხვევაში საგამოძიებო კომისია მაინც უნდა შეიქმნას? მგონია, რომ არა! გადაწყვეტილებები იმის მიხედვით უნდა მივიღოთ, თუ რამდენად იქნება საპარლამენტო ფორმატებით საკითხის გამოკვლევის საჭიროება. ყველაფერს ისეთი პირი უჩანს, რომ რეალურად არც ერთი ისეთი საკითხი არ დარჩება, რომლის შესაფასებლად საკმარისი საფუძველი და მასალა არ იქნება. ყველაფერი გვექნება საიმისოდ, რომ ჩვენ ჩვენი შეხედულება დამატებითი შესწავლის გარეშე ჩამოვიყალიბოთ. თუკი ყველაფერზე პასუხი იარსებებს, შეიძლება საგამოძიებო კომისიის მიერ შესასწავლი არც არაფერი დარჩეს", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო