თინა ბოკუჩავა - რომ არ ჰქონდეს ხელისუფლებას რაიმე დასამალი და შესაძლო დანაშაულებრივ გულგრილობას ხელს რომ არ აფარებდეს, შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით კითხვებზე პასუხის გაცემა მის ინტერესებში უნდა შედიოდეს

რომ არ ჰქონდეს ხელისუფლებას რაიმე დასამალი და შესაძლო დანაშაულებრივ გულგრილობას ხელს რომ არ აფარებდეს, შოვში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით ლეგიტიმური კითხვები არსებობს და ამ კითხვებისათვის პასუხის გაცემა თავად ხელისუფლების ინტერესებში უნდა შედიოდეს, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივაზე საუბრისას განაცხადა.

ბოკუჩავა იმედს გამოთქვამს, რომ საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად ოპოზიციურ სპექტრში სრული კონსოლიდაცია იქნება.

„ძალიან ბევრი პროფესიონალი, დარგის ექსპერტი, მათ შორის გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი საუბრობს იმაზე, რომ იყო ბევრი პრობლემა - პრობლემა ერთის მხრივ მონიტორინგის სისტემების არარსებობის, მეორეს მხრივ, არასათანადო რეაგირების თვალსაზრისით. ეს ორი მიმართულებაა ის, რაც პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ უნდა შეისწავლოს. საუბარია იმაზე, რომ გამოყოფილი იყო საბიუჯეტო სახსრები ადრეული გაფრთხილების სისტემების შექმნის მიზნით. ვხედავთ, რომ ასეთი სისტემა დღემდე არ არსებობს. საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივი ხარჯვა კი დროებითი კომისიის შექმნის პირდაპირი საფუძველია“, - აცხადებს თინა ბოკუჩავა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში