მიხეილ სააკაშვილი - ყოველ ქართველზე, რომელიც ქვეყანას ყიდის, ისტორიულად მოვდივართ 10 ქართველი, რომელიც მზადაა თავისუფლებისთვის სიცოცხლე გაწიროს

ქვეყანა, რომელსაც შინდისის გმირები ჰყავს ვერასდროს გახდება დამპყრობლის ფეხების შესაწმენდი და დასაცინი, - ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც სააკაშვილი აცხადებს, მონებს ძალიან აშინებთ ჩვენი ბრძოლა თავისუფლებისთვის.

"ყოველ ქართველზე, რომელიც ქვეყანას ყიდის, ისტორიულად მოვდივართ 10 ქართველი, რომელიც მზადაა თავისუფლებისთვის სიცოცხლე გაწიროს. მონებს ძალიან აშინებთ ჩვენი ბრძოლა თავისუფლებისთვის, მისიის მასშტაბურობა, რეალურობა და თუნდაც ეს თავგანწირვა რასაც ვაჩვენებდით, ვაჩვენებთ და ეს არსად გაქრება.

რუსებმა გადაუარეს ჩეჩნეთს და ჰგონიათ, რომ საბოლოოდ დაიმონეს, ზუსტად ამ საქმის განხორციელებაზეა გადმორთული საქართველოში. თბილისი არაა გროზნო და ჩვენ, იგივე "ტრიუკს" ვერ ჩაგვიტარებენ, მითუმეტეს, რომ ჩეჩნეთიც არსად წასულა და ჩემი პროგნოზით მალე შემოუტრიალდება რუსეთს!" - წერს სააკაშვილი.

ავთანდილ წულაძე - სი ძინ პინმა მოსკოვში ჩასვლით წერტილი დაუსვა კისინჯერის თეორიის განხორციელების ტრამპისეულ მცდელობებს, რომლის მიზანი იყო ჩინეთისაგან რუსეთის ჩამოშორება და მისი ჩინეთთან დაპირისპირება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ELT GROUP-მა ბათუმში, ამერიკულ Wyndham Hotel Group-თან პარტნიორობით, რეგიონში პირველი LA QUINTA BY WYNDHAM-ის სასტუმრო გახსნა