ამერიკის აკრედიტაციის კომისიის (AACI) წარმომადგენლობის განცხადებით, 2023 წლის 1 აგვისტოს ხარისხის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISQua) AACI-ის ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზაციების სტანდარტები განაახლა

ამერიკის აკრედიტაციის კომისიის (AACI) წარმომადგენლობის განცხადებით, 2023 წლის 1 აგვისტოს ხარისხის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISQua) AACI-ის ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზაციების სტანდარტები განაახლა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნავენ, ამერიკის აკრედიტაციის კომისიის (AACI) წარმომადგენლობის განცხადებით, 2023 წლის 1 აგვისტოს ხარისხის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISQua) AACI-ის ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზაციების სტანდარტები განაახლა, რომელზეც საავტორო უფლებები ასევე დაცულია აშშ საავტორო უფლებების სააგენტოს 2023 წლის 11 აგვისტოს შესაბამისი აქტით.

„საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების აღმასრულებელი მდივნის არჩილ მორჩილაძის განცხადებით, AACI-ის სტანდარტებს ISQua-ს აკრედიტაცია 2023-2027 წლიან პერიოდზე აქვს მიღებული, თუმცა საჭიროების მიხედვით მათი განახლება მუდმივად ხდება. აკრედიტაციის ხელშეკრულების გაფორმებისთანავე ქართული კლინიკები მიიღებენ ამ სტანდარტებს ქართულ ენაზე, ხოლო აკრედიტაციის პროცესში მათ შეეძლებათ ამ სტანდარტების კლინიკაში დანერგვა. აკრედიტაციის პირველი ეტაპი ითვალისწინებს კლინიკების წინასწარ შეფასებას, რაც დაეხმარება კლინიკებს შეაფასონ აკრედიტაციისთვის მათი მზაობის დონე. ამ მიზნით, კლინიკის მენეჯმენტს ჩაუტარდება სპეციალური ტრენინგებიც უშუალოდ AACI-ის ექსპერტების მიერ, რათა მათ წარმატებით გაართვან თავი აკრედიტაციის პროცესს. მისივე განცხადებით, აკრედიტაციის სტანდარტი არ ითვალისწინებს ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვან ცვლილებებს, რადგან საქართველოს სახელმწიფო რეგულაციის მოთხოვნების დაკმაყოფილება საკმარისია AACI აკრედიტაციის ინფრასტრუქტურული სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. მთავარია კლინიკებმა კლინიკური და ზოგადი მენეჯმენტის ნაწილში დააკმაყოფილონ სტანდარტების მოთხოვნები.

არჩილ მორჩილაძის განცხადებით, კლინიკებთან კომუნიკაცია და კონტრაქტების გაფორმების პროცესი საკმაოდ ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, ზოგადად აკრედიტაციის პროცესი საშუალოდ 12-18 თვე გრძელდება და ეს ვადა დამოკიდებულია კლინიკების მენეჯმენტის მზაობაზე. სასურველია, რომ ხელშეკრულებები სექტემბერს თვეში გაფორმდეს, რათა კლინიკებმა სახელმწიფოს მიერ დადგენილ ვადაში, 2024 წლის ბოლომდე, შეძლონ საერთაშორისო აკრედიტაციის მიღება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი სანიკიძე - რუსეთში დღეს იმდენად დიდია დაბნეულობა, იმდენადაა იგი გარიყული საერთაშორისო ასპარეზიდან და დასუსტებულია, არა მგონია მას სამხრეთ კავკასიაში მიზანმიმართული პოლიტიკის განხორციელების უნარი ჰქონდეს
ლელა ჯანაშვილი - „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონი მნიშვნელოვანია კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებისთვის - ის არსებითად გააუმჯობესებს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პროცესსა და ზედამხედველობას
ქართული პრესის მიმოხილვა 02.10.2023
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა