სანდრო რაქვიაშვილი - სარჯველაძეს ჰგონია, შალვა პაპუაშვილთან ერთად ექსკავატორზე რომ ავმძვრალიყავით, ამით რამე უკეთეს ცოდნას მივიღებდით?!

სარჯველაძეს ჰგონია, ჩვენ მაგალითად, შალვა პაპუაშვილთან ერთად ექსკავატორზე რომ ავმძვრალიყავით, ამით რამე უკეთეს ცოდნას მივიღებდით?! - ასე ეხმიანება „გირჩის" დეპუტატი სანდრო რაქვიაშვილი ჟურნალისტებთან ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებას, რომ ოპოზიცია, რომელიც შოვის ტრაგედიაზე ხმამაღლა საუბრობს, შოვში არ ყოფილა, სადაც შეიძლება კითხვებზე პასუხები მიეღო ან პირიქით, მეტი კითხვა გასჩენოდა.

რაქვიაშვილის თქმით, მათ "ქართული ოცნების" სპექტაკლში მონაწილეობა არ მიუღიათ და შოვში ჩასვლაზე არ უფიქრიათ.

„მგონი, არ ესმით, რა არის არის საგამოძიებო კომისია. საგამოძიებო კომისია არ გამოიძიებს ტექნიკურ ქმედებებს მაშველების, პილოტების და ა.შ. პროკურორები შეიძლება არ იყვნენ ადგილზე, მაგრამ გამოიძიონ მოწმეების (გამოკითხვის), დოკუმენტების გაცნობის შედეგად. საგამოძიებო კომისია სხვა რამით არის დაკავებული და უცნაურია, რომ პარლამენტარებმა ეს არ იციან.

ის, რომ "ქართული ოცნების" სპექტაკლში მონაწილეობას არ იღებდა ოპოზიციის ნაწილი (თუმცა, მგონი ვიღაცები იყვნენ იქ), ჩვენ არც კი გვიფიქრია იქ წასვლა, რადგან ცხადია, რომ იქ მაშველების საქმეა და მგონი, "ქართული ოცნების" ლიდერები ხელს უშლიდნენ პირიქით, თუ ეს განსაკუთრებული მიღწევაა, „ოქეი,"- განაცხადა რაქვიაშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - პრემიერმა, პრაქტიკულად, ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ჩვენ საგარეო პოლიტიკაში არა ზნეობრივი იმპერატივებით, არამედ უახლოესი საჭიროებით ვმოქმედებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.06.2026
PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
მყინვარწვერის გზაზე უკვე მაგთის 5G-ია
„ბიოგრაფი ლივინგის“ დეველოპერულ პროექტებში „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის“ სამედიცინო კაბინეტები განთავსდება
ხელოვნური ინტელექტი ბიზნესში - როგორ ეხმარება GeoLab ქართულ კომპანიებს AI-ის პრაქტიკულად გამოყენებაში
სილქნეტის „როუმინგ პასის“ ინტერნეტ პაკეტებს აშშ, მექსიკა და კანადა დაემატა
ყურადღებით - ვრცელდება ახალი კიბერთაღლითური სქემები