მარნეულის მერია - მარნეულის მუნიციპალიტეტის დელეგაცია, ოფიციალური ვიზიტით, ყაზახეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა

მარნეულის მუნიციპალიტეტის დელეგაცია, ოფიციალური ვიზიტით, ყაზახეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ვიზიტის ფარგლებში დელეგაციამ, შეხვედრები გამართა ქალაქ კოსტანაის და კოსტანაის ოლქის ნაურზუმის რაიონის აკიმატის ხელმძღვანელ პირებთან.

„შეხვედრების ფარგლებში საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის დიპლომატიურ ურთიერთობებს, მარნეულის მუნიციპალიტეტსა და ქალაქ კოსტანაის დამეგობრების პერსპექტივას, რეგიონებს შორის ეკონომიკური, კულტურული, სამეწარმეო, სასოფლო-სამეურნეო გამოცდილებების გაზიარებასა და თანამშრომლობის სამომავლო გეგმებს.

აღსანიშნავია, რომ დელეგაცია კოსტანაის ოლქის ნაურზუმის რაიონში გამართულ მასშტაბურ ღონისძიებას დაესწრო, რომელიც მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ალგეთიდან ემიგრანტის, მამედ ოჯახვერდიევის ხსოვნის 30 წლის იუბილეს მიეძღვნა. ღონისძიებას სხავადასხვა ქვეყნებიდან მიწვეულ სტუმრებთან ერთად საქართველოს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძეც ესწრებოდა.

მამედ ოჯახვერდიევს ყაზახეთში მიღებული აქვს არაერთი სახელმწიფო ჯილდო, როგორც მაღალკვალიფიციურ სპეციალისტს სოფლის მეურნეობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის. იგი ასევე გახდა კოლმეურნეობა „გიგანტის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი. მისმა ვაჟებმა განაგრძეს მამის საქმიანობა.

ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრებმა მოინახულეს ოჯახვერდიევების საწარმო ATAMEKEN DOS, რომელიც ყაზახეთში ერთ-ერთი უმსხვილესი ბიზნეს კორპორაციაა, მისი ნაწარმი კი მსოფლიოს მასშტაბით ვრცელდება.

დელეგაციას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, როინ დეკანოიძე ხელმძღვანელობდა, რომლის შემადგენლობაშიც იმყოფებოდნენ მარნეულის საკრებულოს წარმომადგენელი, ვუგარ გადიმოვი და მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი დავით ჭიკაძე“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი -  აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს შექმნას პირობები, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღოს გადაწყვეტილება დარჩნენ ყარაბაღში, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები
გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 25.09.2023
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პლატფორმა Saasargeblo.ge წარადგინა
სადისტრიბუციო კომპანია მზიური BDO Digital-თან პარტნიორობით თანამედროვე ERP სისტემას ნერგავს
TKT.GE განცხადებას ავრცელებს
განსაკუთრებული შეთავაზება „ჰიუნდაის“ ბესტსელერ მოდელზე  30 ოქტომბრამდე გრძელდება
კურორტ გოდერძიზე „ალიანს ჯგუფმა“ ახალი ტიპის კომპლექსს ჩაუყარა საფუძველი