პეტრე ცისკარიშვილი - უკრაინასთან ერთად ცივილიზებული სამყარო ამ ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს, ჩვენ, რა თქმა უნდა, აქ ვიმყოფებით, წარმოვადგენთ ქართველ ხალხს

ხვალ უკრაინასთან ერთად მთელი ცივილიზებული სამყარო აღნიშნავს ამ ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს, ჩვენ, რა თქმა უნდა, ვიმყოფებით აქ, წარმოვადგენთ ქართველ ხალხს, რადგან თვითონ „რუსული ოცნება“ ჩამოყალიბებულია თავის პოზიციაში - ისინი ომის დაწყების დღიდან არიან პუტინის მხარეს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, პარტიის გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი, პარლამენტის წევრი და პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილი და პარლამენტის წევრი დავით ხაჯიშვილი უკრაინაში, უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გასამართ ღონისძიებას დაესწრებიან.

მათივე ცნობით, ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია მაღალი დონის შეხვედრები.

„ხვალ უკრაინასთან ერთად მთელი ცივილიზებული, პროგრესული სამყარო აღნიშნავს ამ ქვეყნის, ამ ერის, ამ ნაციის დამოუკიდებლობის დღეს იმიტომ, რომ ესენი დღეს, ბოლო წელიწად ნახევარია რეალურად მართლაც იბრძვიან თავისუფლებისთვის რუსული მარწუხებისგან, რუსული იმპერიისგან თავისუფლებისთვის და აქვე უნდა ითქვას რომ მთელი მსოფლიო პრაქტიკულად გაიყო ორად - შავად და თეთრად. რუხი ზონები დარჩა მხოლოდ შორეულ აფრიკაში და შეიძლება ლათინურ ამერიკაში. ჩვენს რეგიონში ყველაფერი არის ძალიან კარგად და მკაფიოდ გარკვეული- შავი და თეთრი. ჩვენ, რა თქმა უნდა, ჩამოვედით, ოპოზიციას, ქართველ ხალხს წარმოვადგენთ კიევში და უკრაინაში იმიტომ, რომ ეს ერი, ჩვენი ქართველი ხალხი არის ის ძალა, რომელიც არ აძლევს „რუსულ ოცნებას“ საშუალებას რომ მთლიანად გადაეშვას რუსეთის მარწუხებში და გახდეს რუსული გუბერნიის შემადგენელი ნაწილი. ამიტომაც ამ ხალხის წარმომადგენლები ვართ ჩვენ ეს დღეები კიევში, იმიტომ რომ თვითონ „რუსული ოცნება“ ჩამოყალიბებულია თავის პოზიციაში. ისინი რუსული აგრესიის პირველივე დღიდან ვლადიმერ პუტინს გულშემატკივრობენ და მათი ადგილი აქ არ არის. ისინი აქ არც თვითონ ჩამოდიან და არც უკრაინული მხარის მიერ არიან მოწვეულები”, - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს