დიმიტრი ცქიტიშვილი - ათენის, თუნდაც არაფორმალურ  სამიტსა და „ყირიმის დეოკუპაციის“ ფორუმში საქართველოს არმონაწილეობა არასასიამოვნო და არასწორი ქმედება გახლდათ

საგარეო და საშინაო აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ არასამთავრობო ორგანიზაცია „პროგრესული ფორუმის“ თავმჯდომარეს, დიმიტრი ცქიტიშვილს ესაუბრა.

- ბატონო დიმიტრი, სამწუხაროა, მაგრამ, ფაქტია, რომ საქართველო საბერძნეთში ევროკავშირის გაფართოების საკითხებისადმი მიძღვნილ არაფორმალურ სამიტზე არ იყო მიწვეული, არც კიევში „ყირიმის დეოკუპაციის ფორუმზე“, არც უკრაინის დამოუკიდებლობის დღეზე.

საბერძნეთში გამართულ ევროკავშირის გაფართოების არაფორმალურ სამიტთან დაკავშირებით ჩვენი საგარეო უწყების წარმომადგენლის განმარტებაც არ იყო დამაჯერებელი, რადგან, ამ ფორუმზე გავრცელებულ განცხადებაში ცალსახადაა ნათქვამი, რომ სამიტზე უკრაინისა და მოლდოვის მონაწილეობა ამ ქვეყნების ევროკავშირში გაწევრიანების სურვილს უკავშირდებოდა და არა იმას, რომ უკრაინაში ომია.

ვითარებაში, როცა უკრაინის ომის ფონზე მსოფლიო იცვლება, საქართველო აცხადებს, რომ მისი მიზანია ევროკავშირის წევრობა, ასეთ ფორუმებში არმონაწილეობა, რომ კარგის ნიშანი არ უნდა იყოს, ცხადზე უცხადესია.

თქვენ როგორ შეაფასებდით ჩამოთვლილ მნიშვნელოვან საერთაშორისო ფორუმებში საქართველოს არმონაწილეობას და ამ პროცესების მიღმა ყოფნას? ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით ასე ჩანს...

- ფაქტია, რომ საქართველო ასეთი კონკრეტული ღონისძიებების მიღმა რჩება. ეს ღონისძიებები არ არის უბრალო შეკრება და მხოლოდ აზრთა გაცვლა-გამოცვლა. მნიშვნელოვანი პოლიტიკური მნიშვნელობა ჰქონდა, მაგალითად, საბერძნეთში გამართულ არაფორმალურ სამიტს, რომელშიც, პრაქტიკულად ყველა ის ქვეყანა მონაწილეობდა, რომელიც ევროკავშირის შემდგომი გაფართოების ტალღაში უნდა მოხვდეს.

ეს ფორმატი თავისი არსით საინტერესო იყო სწორედ იმიტომ, რომ, როდესაც საუბარია ევროკავშირის გაფართოებაზე, საუბარი არაა მხოლოდ საქართველო უკრაინა, მოლდოვაზე, არამედ ბალკანეთის 10 ქვეყანაზე, რომელიც ევროკავშირის სტატუს ან ელოდება, ან არის უკვე კანდიდატი.

საბერძნეთი ევროკავშირის ერთ-ერთი დამფუძნებელი ქვეყანაა და მისი ამ არაფორმალური სამიტის მასპინძლობა საინტერესო იყო. ათენის, თუნდაც არაფორმალურ სამიტზე, რომელზეც ევროკავშირის გაფართოების საკითხებს განიხილავდნენ, საქართველოს არყოფნა, ძალიან ცუდია. არ ვიცი საქართველოს ხელისუფლება არ მიიწვიეს თუ ჩვენს ხელისუფლებას არ ჰქონდა მასში მონაწილეობის სურვილი.

ათენის სამიტზე საქართველოს ყოფნა აუცილებელიც კი იყო. საქართველო რომც არ მოეწვიათ, ჩვენს დიპლომატიურ სამსახურებს უნდა ემუშავათ იმაზე, რომ საქართველო რაღაც ფორმით ათენის ევროკავშირის არაფორმალურ სამიტზე ყოფილიყო

„ყირიმის დეოკუპაციის“ ფორუმზე არწასვლას, შესაძლოა სხვა კონტექსტი ჰქონდეს, მაგრამ, ათენში ამჯერად ისაუბრეს იმ სტრატეგიულ მიმართულებებზე, რომელიც ევროკავშირის წევრობის მსურველ ქვეყნებთან დაკავშირებით აქვს. ეს საკითხები კი საქართველოსთვის საინტერესო უნდა ყოფილიყო.

ასეთი ფორუმები ხელს უწყობს იმას, რომ იმ ქვეყნების მოქმედება უფრო სინქრონული იყოს ბრიუსელის ნაბიჯებთან. ამ ტიპის ფორუმებზე ხდება ადვოკატირება იმ საკითხების, რაც ამ ქვეყნების ევროკავშირში წევრობას უკავშირდება. ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ძალიან ხანგრძლივი პროცესია და პარტნიორებთან კანდიდატი ქვეყნების კარგი თანამშრომლობა და ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია.

ვითარებაში, როცა ათენის ფორუმს უკრაინა და მოლდოვა ესწრებოდა, მასში საქართველოს არმონაწილეობაზე საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის არმონაწილეობა, აშკარად არადამაჯერებელი იყო. მხედველობაში მაქვს ის, რომ მოლდოვა განიხილება უკრაინის კონტექსტში, როგორც დაზარალებული ქვეყანა.

საქართველო თუ ამჯერად არაა დაზარალებული უკრაინა-რუსეთის ომის ფონზე, რუსული აგრესიის გამო, რუსული აგრესიის გამო დაზარალებული საქართველოცაა, ისევე როგორც მოლდოვას, აქვს რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები.

ამიტომ, ამ კონტექსტის გათვალისწინებით ათენის სამიტზე საქართველოს ყოფნა აუცილებელიც კი იყო. საქართველო რომც არ მოეწვიათ, ჩვენს დიპლომატიურ სამსახურებს უნდა ემუშავათ იმაზე, რომ საქართველო რაღაც ფორმით ათენის ევროკავშირის არაფორმალურ სამიტზე ყოფილიყო.

ევროკავშირის გაფართოების საკითხებზე ათენის არაფორმალურ სამიტში საქართველოს არმონაწილეობას გამართლება არ აქვს. ამ თემაზე ჩვენი საგარეო საქმეთა წარმომადგენლის განცხადება, ძალიან არადამაჯერებელი იყო.

რაც შეეხება იმას, ეს რას შეიძლება ნიშნავდეს. ბოლო პერიოდში საქართველო თავისი საგარეო პოლიტიკით ევროპული საზოგადოებიდან გარკვეულ იზოლაციაში აქცევს საკუთარ თავს. საქართველოს ხელისუფლება ევროპაში ვიზიტებს ახორციელებს, მაგრამ, ვხედავთ, რომ ჩვენი აქტიურობა ევროპული მიმართულებით სულ უფრო და უფრო მცირეა და საქართველო გარკვეულ წილად დისტანცირება ევროპული პროცესიდან.

ბოლო პერიოდში საქართველო თავისი საგარეო პოლიტიკით ევროპული საზოგადოებიდან გარკვეულ იზოლაციაში აქცევს საკუთარ თავს. საქართველოს ხელისუფლება ევროპაში ვიზიტებს ახორციელებს, მაგრამ, ვხედავთ, რომ ჩვენი აქტიურობა ევროპული მიმართულებით სულ უფრო და უფრო მცირეა და საქართველო გარკვეულ წილად დისტანცირება ევროპული პროცესიდან

მესმის, რომ უკრაინასთან დაკავშირებით, შესაძლოა, არსებობდეს გარკვეული წყენები და უკმაყოფილება მაგრამ, „ყირიმის დეოკუპაციის“ ფორუმში საქართველოს არმონაწილეობაში ასევე ჩვენთვის არასასიამოვნოდ იკითხება.

უნდა გვესმოდეს, რომ ყირიმის თემა არ არის მხოლოდ უკრაინის საკითხი, საუბარია იმ ომზე, რომელსაც აწარმოებს უკრაინა და რუსეთი დღეს მთელი დასავლეთის სამიზნეა. ასე უნდა ვუყურებდეთ ჩვენ ამ პროცესს. ეს ომი მათ შორის ჩვენი ომიცაა და ჩვენი სოლიდარობა და მხარდაჭერა უკრაინის და დასავლეთის მიმართ ყოველთვის უნდა ჩანდეს.

უკრაინასთან დაკავშირებით, შესაძლოა, არსებობდეს გარკვეული წყენები და უკმაყოფილება მაგრამ, „ყირიმის დეოკუპაციის“ ფორუმში საქართველოს არმონაწილეობაში ასევე ჩვენთვის არასასიამოვნოდ იკითხება

მნიშვნელოვანია, რომ ამ ფორუმში ონლაინ მონაწილეობა მიიღო საქართველოს პრეზიდენტმა, თუმცა, ამ პროცესში საქართველოს მთავრობის აქტიური მონაწილეობა აუცილებელიც კი იყო.

ჩვენ უნდა ვიყოთ ერთგულები დასავლური დემოკრატიული ღირებულებების და ჩვენ უნდა ვიყოთ იქ, სადაც ჩამოყალიბებულია ალიანსი აგრესორი რუსეთის წინააღმდეგ. მიმაჩნია, რომ ათენის ევროკავშირის სამიტსა და „ყირიმის დეოკუპაციის“ ფორუმში საქართველოს არმონაწილეობა არასასიამოვნო და არასწორი ქმედება გახლდათ.

- საგარეო პოლიტიკის სხვა საკითხებს აუცილებლად შევეხებით, მაგრამ გვერდს ვერ აუვლით რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის, ექსპრეზიდენტ დიმიტრი მედვედევის განცხადებებს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით.

მედვედევმა თქვა, რომ დასავლეთს არ გამოუტანია მნიშვნელოვანი გაკვეთილები 2008 წლის ომის შედეგებიდან. საქართველოში ნატოს აქტიურობით კვლავ იქმნება დაძაბულობის კერები და „თუ ჩვენი შეშფოთება რეალურ ფორმას მიიღებს, არ დავაყოვნებთ და აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს რუსეთს შეუერთებთ“.

არ ვიცი რატომ დასჭირდა ჩვენს საგარეო უწყებას ლამის ერთი სრული დღე-ღამე ამ განცხადებისთვის ეპასუხა, მაგრამ, დარჩა შთაბეჭდილება, რომ მედვედევის განცხადება გახლდათ კრემლის რეაქცია ვაზიანის სამხედრო ბაზაზე ნატოს ეგიდით მიმდინარე სამხედრო სწავლებაზე.

თქვენ როგორ შეაფასებდით ერთი მხრივ მედვედევის განცხადებას საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას, ხოლო მეორე მხრივ ვაზიანის სამხედრო ბაზაზე სამხედრო სწავლებას?

მხედველობაში მაქვს ის, რომ წელს ვაზიანის ბაზაზე სამხედრო სწავლებები ასე უხმაუროდ და ზედმეტი აფიშირების გარეშე ჩატარებას შეეცადა ხელისუფლება...

- მედვედევის განცხადებაში თავის თავად ახალი არაფერია, ამ ტიპის განცხადებები მოსკოვიდან პერმანენტულად გვესმის. მაგრამ, მოსკოვში ასევე საუბრობდნენ იმაზე, რომ ნატოზე უარის თქმის შემთხვევაში, შესაძლოა, საქართველოს ტერიტორიები დაებრუნებინა.

ამ განცხადებამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, ილუზიაა იმაზე ფიქრი, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიებს თავისი ნებით დაუბრუნებს. მედვედევის განცხადება არ გახლავთ მხოლოდ პირადად მედვედევის განცხადება, ასე ფიქრობს რუსეთის ხელისუფლება. რუსეთის პოლიტიკა საქართველოს მიმართ ისეთივე აგრესიულია, როგორიც იყო აქამდე. ასე იქნება სულ, როგორადაც რბილი პოლიტიკა არ უნდა აწარმოოს საქართველომ რუსეთის მიმართ.

ილუზიაა იმაზე ფიქრი, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიებს თავისი ნებით დაუბრუნებს. მედვედევის განცხადება არ გახლავთ მხოლოდ პირადად მედვედევის განცხადება, ასე ფიქრობს რუსეთის ხელისუფლება. რუსეთის პოლიტიკა საქართველოს მიმართ ისეთივე აგრესიულია, როგორიც იყო აქამდე. ასე იქნება სულ, როგორადაც რბილი პოლიტიკა არ უნდა აწარმოოს საქართველომ რუსეთის მიმართ

შესაძლოა, მედვედევის განცხადება იყოს გამოძახილი ვაზიანში მიმდინარე ნატოს ეგიდით სამხედრო სწავლებებზე. საქართველოში ჩატარებული საერთაშორისო წვრთნები სულ იყო ხოლმე საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში, მაგრამ ამ ეტაპზე მართლაც უხმაუროდ მიმდინარეობს. როგორც ჩანს, ესეც რუსეთის არგაღიზიანების პოლიტიკის ნაწილი შეიძლება იყოს.

ისე ჩანს, რომ საქართველოს რუსეთთან აქვს დათმობის პოლიტიკა, მაგრამ იმავდროულად გრძელდება ნატოსთან თავსებადობის კუთხით საქმიანობა, რაც რუსეთისთვის ნამდვილად შეიძლება იყოს გამაღიზიანებელი. რუსეთის ლოგიკა ასეთია - თუ რუსეთის მეგობარი ხარ, მაშინ, რატომ არის საქართველოში ამერიკელი მედესანტეები და მათთან წვრთნებს რატომ ატარებთ?

რუსეთის ლოგიკა ასეთია - თუ რუსეთის მეგობარი ხარ, მაშინ, რატომ არის საქართველოში ამერიკელი მედესანტეები და მათთან წვრთნებს რატომ ატარებთ?

რუსეთის ამგვარი დამოკიდებულება ჩვენს მიმართ, ჯდება ჩვენი საგარეო პოლიტიკის იმ არასწორ პოლიტიკაში, რომელსაც ვატარებთ. საქართველომ დაიწყო არასწორი თამაშები იმისთვის რომ თითქოს ქვეყნის გადასაზღვევად, მაგრამ, სინამდვილეში, თუ ასე გადაგსვლოდეთ ჩვენ პარტნიორის გარეშე შეიძლება დავრჩეთ. შეიძლება გავანაწყენოთ ჩვენი ტრადიციული პარტნიორები, დავკარგოთ მათი ნდობა და ასე შემდეგ.

აქ ყველაზე მთავარი ისაა, რომ საქართველო რუსეთის ნდობას ვერასდროს ვერ მოიპოვებს, რადგან, რუსეთი ასეთია, მას სულ სხვა ამოცანები აქვს, მათი ამოცანები ვერც ერთ შემთხვევაში ვერ ჩაჯდება საქართველოს სტრატეგიულ ინტერესებში. რუსეთისა და საქართველოს ინტერესები ერთმანეთთან მორგებადი არაა.

მთავარი ისაა, რომ საქართველო რუსეთის ნდობას ვერასდროს ვერ მოიპოვებს, რადგან, რუსეთი ასეთია, მას სულ სხვა ამოცანები აქვს, მათი ამოცანები ვერც ერთ შემთხვევაში ვერ ჩაჯდება საქართველოს სტრატეგიულ ინტერესებში. რუსეთისა და საქართველოს ინტერესები ერთმანეთთან მორგებადი არაა

რუსეთი თავის ინტერესებს ქართულ ინტერესებს ვერ მოარგებს. რუსეთს ვასალები სჭირდება და არა პარტნიორები. ისეთი ვასალები, როგორიც დღეს არის აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, რომლებსაც სიღატაკეში და კრიმინალურ ფულში აცხოვრებს.

- თუ ისევ ამ თემაზე საგარეო უწყების განცხადებას დავუბრუნდებით, გასაგებია, რომ ოფიციალურმა თბილისმა კრემლსა და კოლექტიურ მედვედევს დიპლომატიური პასუხი გასცა, მაგრამ, თუ მოსკოვი საქართველოსგან ღიად ითხოვს თქვას უარი ნატოზე და ამის შემდეგ, კრემლი იფიქრებს იმაზე, რაღაც ფორმით დააბრუნებს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს, ამ თვალსაზრისით ხელისუფლების პასუხი ზედმეტადაც კი დიპლომატიურიც იყო.

რადგან მოსკოვი თბილისს პირობებს ღიად უყენებს, მათთვის გასაგებ ენაზე ღიად შეიძლება თქმულიყო - Утром деньги, вечером стулья. მაგრამ, ამის მსგავსი საგარეოს განცხადებაში არაფერია ნათქვამი...

- საგარეო უწყებამ გაავრცელა განცხადება, მინიმალურად, რისი თქმაც აუცილებელი იყო. მასში ნათქვამია, რომ ეს ჩვენთვის მიუღებელია და ეს არის პროვოკაცია და ამით სრულდება.

შესაძლოა, განცხადებაში ბევრს ვერც ვერაფერს იტყოდნენ, მაგრამ, ამ განცხადებას, მაღალი თანამდებობის პირების განცხადებები უნდა მოჰყოლოდა. დიპლომატიური განცხადება ბევრს საშუალებას არ იძლევა, რადგან ორ-სამ აბზაცში უნდა მოაქციო მთელი სათქმელი, მაგრამ, ამ განცხადებას რომ მოჰყოლოდა ხელისუფლების განცხადებები და ბრიფინგები, საგარეო საქმეთა მინისტრის, მთავრობის სხვა წევრების, ეს იქნებოდა ადეკვატური.

თუმცა, საგარეოს განცხადებაშიც შეიძლება თქმულიყო, რომ საქართველოს სუვერენული უფლებაა აირჩიოს მისი სტრატეგიული პარტნიორები და ასე შემდეგ. საგარეოს განცხადება იყოს ძალიან მინიმალისტური. ამ თემაზე სიჩუმე და მინიმალისტური განცხადება იმისთვის გაკეთდა, რომ ამავე განცხადებაზე ყურადღება არც არავის მიექცია.

საგარეოს განცხადებაშიც შეიძლება თქმულიყო, რომ საქართველოს სუვერენული უფლებაა აირჩიოს მისი სტრატეგიული პარტნიორები და ასე შემდეგ. საგარეოს განცხადება იყოს ძალიან მინიმალისტური. ამ თემაზე სიჩუმე და მინიმალისტური განცხადება იმისთვის გაკეთდა, რომ ამავე განცხადებაზე ყურადღება არც არავის მიექცია

- ცხელი ზაფხულის მიუხედავად პოლიტიკური პროცესი ტლანქად, მაგრამ მაინც მიმდინარეობდა, განსაკუთრებით ეს ეხება საგარეო პოლიტიკასაც. ამ პროცესს თავისი ტრაექტორია ჰქონდა.

ამჯერად, ამ ტრაექტორიას ჩინეთის მიმართულება ჰქონდა, მხედველობაში მაქვს ჩინეთსა და საქართველოს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ გაკეთებული ერთობლივი განცხადება.

ვიზიტის დასრულების შემდეგ პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის ჩინეთის ტელევიზიისთვის მიცემული ინტერვიუდან გავიგეთ, რომ ჩვენი ხელისუფლება მიესალმება თუ ჩინეთი მონაწილეობას მიიღებს ანაკლიის პორტისა და ვაზიანის სამხედრო ბაზასთან საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობაში.

ერთობლივ განცხადებაზე საკმარისად ბევრი ითქვა, მაგრამ, ქვეყანა, რომელიც ევროკავშირის ზღურბლთან დგას, მხედველობაში მაქვს ის, რომ წლის ბოლოს საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებას ელოდება, ჩინეთთან იმ ტიპის ურთიერთობების გეგმები, რაზეცაა საუბარი, რბილად რომ ვთქვათ, ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ გაუგებარია საქართველო ევროპისკენ როგორ მოძრაობს, ან საერთოდ, მოძრაობს თუ არა.

თქვენ რა შთაბეჭდილება დატოვა ჩინეთთან საქართველოს დაახლოების სამომავლო გეგმებმა?

- ჩვენ ჩინეთთან საკმაოდ ინტენსიური ეკონომიკური ურთიერთობა გვაქვს, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება გვაქვს გაფორმებული, ამ თვალსაზრისით ჩინეთთან ურთიერთობები სიახლე თითქოს არ არის, მაგრამ, ამ ურთიერთობებისთვის სტრატეგიული პარტნიორობის ხასიათის მიცემა გარკვეულ კითხვებს აჩენს.

ამ კითხვებზე ჩემი პასუხი ასეთია - საქართველოს მთავრობა გარკვეულად ხვდება, რომ მის მიერ წარმოებული საგარეო პოლიტიკით შესაძლოა ჩიხში შევიდეს, რუსეთთან ეკონომიკური პოლიტიკა მას ბევრს არც არაფერს აძლევს. ახლა გარკვეულ მოგებას აძლევს, მაგრამ გრძელვადიან და საშუალოვადიან პერსპექტივაში რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება ქვეყნის განვითარებისთვის დამღუპველი გზაა.

ასეა რადგან, ურთიერთობების ვერანაირ გაღრმავებაზე ვერ იქნება საუბარი, რუსეთში კომპანიების აბსოლუტური უმრავლესობა სანქცირებულია და მათთან თანამშრომლობა ავტომატურად გამოიწვევს იმ კომპანიების დასანქცირებას, რომლებიც მათთან თანამშრომლობენ.

ვფიქრობ, შესაძლოა, ეს გახლდათ მიზეზი იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ჩინეთთან სტრატეგიული თანამშრომლობის სურვილის დაფიქსირება იყო დასავლეთისთვის იმის ჩვენების მცდელობა, რომ საქართველოს დასავლეთის დაბალანსება შეუძლია არა რუსეთით, არამედ ჩინეთით. საქართველომ შეიძლება ივაჭროს თავისი მდებარეობით და იქეთ გადაიხაროს, საითაც მეტი ეკონომიკური სარგებელი ექნება.

საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ჩინეთთან სტრატეგიული თანამშრომლობის სურვილის დაფიქსირება იყო დასავლეთისთვის იმის ჩვენების მცდელობა, რომ საქართველოს დასავლეთის დაბალანსება შეუძლია არა რუსეთით, არამედ ჩინეთით. საქართველომ შეიძლება ივაჭროს თავისი მდებარეობით და იქეთ გადაიხაროს, საითაც მეტი ეკონომიკური სარგებელი ექნება

ამ თვალსაზრისით, ვფიქრობ, რომ გეოპოლიტიკური ცვლილებები არის იმ თვალსაზრისით, რომ თუ საქართველოზე დასავლეთიდან იქნება ზეწოლა, საქართველო უფრო მეტ ყურადღებას დაუთმობს ჩინეთს. ჩინეთი დასავლეთში გამოწვევად განიხილება, მათ შორის „რბილი ძალის“ თვალსაზრისითაც. 2021, 2022 წლებში G7-ის ფარგლებში იყო საუბარი იმაზე, რომ დასავლეთი უნდა გაუმკლავდეს ჩინეთის „რბილ ძალის“ გაფართოებას და ამას დასავლეთმა შესაბამისი ინსტრუმენტებით უნდა უპასუხოს.

ანაკლიის პორტის მშენებლობაზე ჩინეთის შემოყვანის შემთხვევაში, არაა გამორიცხული საქართველო ეკონომიკურად ჩინეთზე აღმოჩნდეს დამოკიდებული, რაც ქვეყნისთვის ძალიან მძიმე იქნება ბევრი თვალსაზრისით.

ანაკლიის პორტის მშენებლობაზე ჩინეთის შემოყვანის შემთხვევაში, არაა გამორიცხული საქართველო ეკონომიკურად ჩინეთზე აღმოჩნდეს დამოკიდებული, რაც ქვეყნისთვის ძალიან მძიმე იქნება ბევრი თვალსაზრისით

თავის დროზე, თუ სწორად მახსოვს, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა პომპეუმ საქართველოს პრემიერთან შეხვედრის შემდეგ ანაკლიის თემაზე თქვა - ანაკლიის პორტის აშენება ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ, ანაკლიის პორტი უნდა გახადოთ საქართველოს რუსეთისა და ჩინეთის ეკონომიკური გავლენებიდან გამოსვლის საშუალებად. ახლა რაც შეიძლება მოხდეს, პირიქითაა, ანაკლიის პორტის მშენებლობაში მხოლოდ ჩინელების მონაწილეობით საქართველო შესაძლოა, მეტად აღმოჩნდეს დამოკიდებული ეკონომიკურად ჩინეთზე.

ანაკლიის პორტის აშენება ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ, ანაკლიის პორტი უნდა გახადოთ საქართველოს რუსეთისა და ჩინეთის ეკონომიკური გავლენებიდან გამოსვლის საშუალებად. ახლა რაც შეიძლება მოხდეს, პირიქითაა, ანაკლიის პორტის მშენებლობაში მხოლოდ ჩინელების მონაწილეობით საქართველო შესაძლოა, მეტად აღმოჩნდეს დამოკიდებული ეკონომიკურად ჩინეთზე

არადა, მას შემდეგ, რაც რუსეთის წინააღმდეგ სანქციები მოქმედებს, ანაკლიის პორტს უნიკალური შესაძლებლობები ექნება. ამ შესაძლებლობების რეალიზაცია წინააღმდეგობაში მოდის იმ გრძელვადიან სტრატეგიასთან, რომელიც საქართველოს გააჩნია. მხედველობაში მაქვს ევროპასთან ინტეგრაცია და ეკონომიკური თანამშრომლობა.

- არავის დავობს, რომ ვაზიანის სამხედრო ბაზა სტრატეგიული ობიექტია ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისთვის.

ვაზიანის ბაზის მახლობლად საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობა ბევრ კითხვებს ბადებს, რადგან, ძნელად წარმოსადგენია იქ ერთდროულად სტრატეგიული დანიშნულების სამხედრო ბაზის არსებობა და საერთაშორისო აეროპორტის ფუნქციონირება...

- სამხედრო საქმის სპეციალისტი არ ვარ, ამიტომ ამ თემაზე საუბარი მიჭირს. უბრალოდ, ვერ ვხდები, რატომ შეირჩა საერთაშორისო აეროპორტის ასაშენებლად ვაზიანი და არა სხვა ტერიტორია, რომელსაც არ აქვს სამხედრო დანიშნულება.

აეროპორტის მშენებლობის აუცილებლობა რომ არის ცხადია, რადგან ტურისტული სფეროს განვითარება გვინდა. დიდი აეროპორტის არა მარტო თბილისში, არამედ სხვაგანაც აშენება, ცუდი ნამდვილად არ იქნებოდა.

ვერ ვხდები, რატომ შეირჩა საერთაშორისო აეროპორტის ასაშენებლად ვაზიანი და არა სხვა ტერიტორია, რომელსაც არ აქვს სამხედრო დანიშნულება

რამდენად ჩანაცვლებადია ვაზიანის სამხედრო ბაზა, ნამდვილად არ ვიცი და ამ თემაზე მსჯელობა გამიჭირდება. ვაზიანის ბაზის მნიშვნელობიდან გამომდინარე ამ თემაზე მსჯელობა უნდა იყოს, მაგრამ, რაც ამ თემაზე დაიწყო საუბრები, ვაზიანის ბაზისა და აეროპორტის ერთად არსებობაზე არ მსმენია. არც იმაზე, საუბარი, რომ მისი გადატანა უფრო სტრატეგიულად მნიშვნელოვან ადგილზე ხდება.

- სექტემბერში ახალი პოლიტიკური სეზონი დაიწყება. რა მოლოდინები გაქვთ?

რა ამოცანები აქვს ახალ პოლიტიკურ სეზონზე ხელისუფლებას და ოპოზიციურ სპექტრს?

- არის რაღაცები, რაც ისევ ისე გაგრძელდება, რაც აქამდე იყო, მაგალითად, ორი ძირითადი პარტია - „ქართული ოცნება“ და ნაცმოძრაობა“, ეცდებიან ძირითადი აქცენტები ერთმანეთზე გააკეთონ. „ნაცმოძრაობა“ ისაუბრებს იმაზე, თუ რამდენად ცუდია „ქართული ოცნება“, „ქართული ოცნება“ კი ეცდება ყველა პოლიტიკური ოპონენტი მოაქციოს ერთი „ნაციონალური“ ქოლგის ქვეშ.

ეს დიქოტომია ერთსაც და მეორესაც აძლევს იმის საშუალებას, რომ მაქსიმალურად მოახდინონ ხმების სათავისოდ მობილიზება, გადაუწყვეტელი ამომრჩეველი კი არჩევნებზე საერთოდ არ მივიდეს. ასეთ ვითარებაში ძალიან მნიშვნელოვანია სხვა პარტიების აქტიურობა.

ძალიან ბევრი პრობლემური თემებია და საზოგადოებამ არჩევნებამდე უნდა დაინახოს, რომელ პარტიას შეუძლია ამ პრობლემების „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალებზე“ უკეთ გადაჭრა

მინდა ვირწმუნო, რომ პარტიები, რომლებიც არც ერთ და არც მეორე პარტიასთან აფილირებული არ არიან, შეძლებენ ამ ერთი წლის განმავლობაში ამომრჩეველს დაანახონ, რომ არსებობს სხვა არჩევანიც. არა იდეალური, მაგრამ, განსხვავებული არჩევანი. ისინი უნდა შეეცადონ 2024 წლის არჩევნებზე მოიყვანონ ამომრჩეველი და გააკეთებინონ განსხვავებული არჩევანი.

ქვეყანას სჭირდება არა ორი პარტიის დომინაცია, შეთანხმებული თუ შეუთანხმებელი კონკურენცია, არამედ, გვჭირდება განსხვავებული, მრავალფეროვანი პოლიტიკა, სადაც თვითონვე ადამიანი დაინახავს, თავისთვის მეტ-ნაკლებად მისაღებ პოლიტიკურ ძალასა და ასევე მეტ-ნაკლებად მისთვის მისაღებ დღის წესრიგს. „ქართული ოცნება“ და „ნაცმოძრაობა“ განსხვავებულ დღის წესრიგზე რომ არ ისაუბრებენ ვხედავთ.

ხალხმა უნდა დაიჯეროს, რომ სხვა პოლიტიკურ ძალებს ძირითადი პოლიტიკური ძალებისაგან განსხვავებული პროგრამები აქვთ ჯანდაცვის სფეროში, პენსიების საკითხებში, ახალგაზრდების საჭიროებზე და ასე შემდეგ. ძალიან ბევრი პრობლემური თემებია და საზოგადოებამ არჩევნებამდე უნდა დაინახოს, რომელ პარტიას შეუძლია ამ პრობლემების „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალებზე“ უკეთ გადაჭრა.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო
ხვიჩა მაქაცარია - გილოცავთ ბზობის დღესასწაულს და გისურვებთ მშვიდობას, სტაბილურობას და წინსვლას ევროპისკენ