საბა ბუაძე - დღეს საკრებულოზე გამოვიდა ქალაქში ბოლო დროის ყველაზე პრობლემური პროექტები, რომელთაც რისკები ახლავს - მათი მშენებლობა იქნება ურბანული გენოციდის გაგრძელება, რომელსაც „ქართული ოცნება“ და კალაძე ეწევა

დღეს გამოვიდა ქალაქში ბოლო დროის ყველაზე პრობლემური პროექტები, რომელსაც უპრეცედენტო მასშტაბი აქვს და თან ახლავს პრობლემები და რისკები როგორც ურბანული და სატრანსპორტო, ისე უსაფრთხოების კუთხით - მათი მშენებლობა და განვითარება თბილისში ცხოვრებას კიდევ უფრო მეტად გაუსაძლის გახდის, ეს იქნება ურბანული გენოციდის გაგრძელება, რომელსაც „ქართული ოცნება” და კალაძე ეწევა, - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა საბა ბუაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, 2 მლნ. კვადრატული მეტრის განაშენიანება იგეგმება ქალაქის ყველაზე შეუსაბამო და პრობლემურ ადგილებზე.

„დღეს გამოვიდა ქალაქში ბოლო დროის ყველაზე პრობლემური პროექტები, რომელსაც უპრეცედენტო მასშტაბი აქვს და თან ახლავს პრობლემები და რისკები როგორც ურბანული და სატრანსპორტო, ისე უსაფრთხოების კუთხით. საბოლოო ჯამში, მათი მშენებლობა და განვითარება თბილისში ცხოვრებას გახდის კიდევ უფრო მეტად გაუსაძლისს, ეს იქნება ურბანული გენოციდის გაგრძელება, რომელსაც “ქართული ოცნება” და კალაძე ეწევა. ეს ხდება ერთი მიზეზით, არსებობს კონკრეტული კორუფციული ინტერესი და ყველა პრობლემური პროექტის უკან დგას ხმაურიანი სახელი და გვარი, რაც ერთგვარი ახსნაა იმისა, თუ რატომ აძლევენ ყველაფრის გაკეთების უფლებას ამ ადამიანებს. მთლიანობაში, 2 მილიონ კვადრატულ მეტრამდე მოცულობის მშენებლობის უფლების გაცემა იგეგმება ქალაქის ყველაზე შეუსაბამო და პრობლემურ ადგილებზე, ეს არის გმირთა მოედანი, ვაგონშემკეთებელი ქარხნის ტერიტორია, ჭავჭავაძე და დიდი დიღომი, სადაც მორატორიუმი უნდა გამოცხადდეს მშენებლობაზე”, - აღნიშნა ბუაძემ.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება