ოთარ გრიგოლია - ოპოზიციას ხალხი და ქალაქი მაშინ ახსენდება, როდესაც პროექტის მფლობელის გვარის არ მოსწონს

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ოთარ გრიგოლიამ „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე განსახორციელებელ პროექტთან დაკავშირებით ოპოზიციის ბრალდებებს უპასუხა და განაცხადა, რომ ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის სხდომაზე აღნიშნული საკითხი საფუძვლიანად განიხილეს.

როგორც ოთარ გრიგოლიამ აღნიშნა, ოპოზიცია საკითხის განხილვაში მხოლოდ ერთი საათი იყო ჩართული, სანამ ტელევიზიები აქტიურობდნენ. როგორც ოთარ გრიგოლიამ განაცხადა, კოლეგები მათ იმის გამო აკრიტიკებდნენ, თითქოს საკრებულო არ იყო საკმარისად ღია დისკუსიების გასამართად, თუმცა მისი განცხადებით, გუშინ, ყველანაირი შეფერხების გარეშე, ადამიანები მოვიდნენ და საკრებულოს დეპუტატებთან თავიანთი პოზიციები დააფიქსირეს.

როგორც ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ოთარ გრიგოლიამ განაცხადა, როდესაც პროექტების არსებითი განხილვა დაიწყო, არცერთი ეს ადამიანი დარბაზში აღარ იმყოფებოდა.

„მინდა, შევეხო „ლაგუნა ვერეს“ პროექტს, რაზეც ყველაზე დიდი ყურადღებაა გამახვილებული. ჩვენი კოლეგები საუბრობენ საფრთხეებზე და ეს საფრთხეები რატომღაც მხოლოდ ახლა გაახსენდათ. ამ ტერიტორიაზე ამჟამად ასობით ადამიანი მუშაობს. თუ ეს ტერიტორია, როგორც თქვენ ამბობთ, საფრთხის შემცველია, რატომ აქამდე არ გისაუბრიათ ამაზე? თუ ეს იქ მომუშავე ადამიანებისთვის დღეს პრობლემა არ არის, როდესაც პროექტი განხორციელდება და არსებითად შეცვლის იმ არეალის მდგრადობას, მაშინ გახდება საფრთხის შემცველი? აღნიშნული პროექტის განხორციელების შედეგად, ამ არეალის დაცულობა გაიზრდება, მაგრამ მათ ეს არ აინტერესებს. ოპოზიციას ხალხი და ქალაქი მაშინ ახსენდება, როდესაც პროექტის მფლობელის გვარის არ მოსწონს”, - განაცხადა ოთარ გრიგოლიამ.

როგორც საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ განმარტა, პროექტის განხორციელებას წინ კვლევები და საინჟინრო გადაწყვეტილება უძღვის. ოთარ გრიგოლიას განცხადებით, კვლევებზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მისაღებად პროცესი დაიძრა.

ფარხატ მამედოვი -  აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს შექმნას პირობები, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღოს გადაწყვეტილება დარჩნენ ყარაბაღში, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები
გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 25.09.2023
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პლატფორმა Saasargeblo.ge წარადგინა
სადისტრიბუციო კომპანია მზიური BDO Digital-თან პარტნიორობით თანამედროვე ERP სისტემას ნერგავს
TKT.GE განცხადებას ავრცელებს
განსაკუთრებული შეთავაზება „ჰიუნდაის“ ბესტსელერ მოდელზე  30 ოქტომბრამდე გრძელდება
კურორტ გოდერძიზე „ალიანს ჯგუფმა“ ახალი ტიპის კომპლექსს ჩაუყარა საფუძველი