ნიკოლოზ სამხარაძემ შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე ტოკიოს გეო-ეკონომიკის ინსტიტუტში სემინარი ჩაატარა

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ და იაპონიასთან საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა ნიკოლოზ სამხარაძემ, იაპონიაში ვიზიტის ფარგლებში, ტოკიოს გეო-ეკონომიკის ინსტიტუტში შავის ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე სემინარი ჩაატარა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ნიკოლოზ სამხარაძემ იაპონიის ერთ-ერთ წამყვან საექსპერტო-კვლევით ორგანიზაციაში გამართულ სემინარზე, შავი ზღვის რეგიონში არსებული ვითარების გამომწვევი მიზეზები მიმოიხილა.

„სემინარზე ყურადღება გავამახვილეთ რუსეთის მიერ საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიაზე, სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტზე და საქართველოს სამშვიდობო როლზე ამ კონფლიქტის მოგვარებაში, ნატოსა და ევროკავშირის ჩართულობაზე შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებში და ზოგადად, შავი ზღვის უსაფრთხოების მნიშვნელობაზე ევროპული და გლობალური უსაფრთხოებისთვის", - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

მოხსენების შემდეგ შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში გაგრძელდა. სემინარში მონაწილეობდნენ იაპონელი პროფესორები, მკვლევრები და ჟურნალისტები.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე