კონსტანტინე ზარნაძე - ბრალდება, თითქოს ყოფილი აბრეშუმის ფაბრიკის ტერიტორიის რუკიდან მდინარე ვერეს კალაპოტის შეზღუდვა წაშალეს, აბსურდია

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილე კონსტანტინე ზარნაძე საკრებულოში მიმდინარე სხდომაზე ოპოზიციის მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.

კონსტანტინე ზარნაძის თქმით, ბრალდება, თითქოს ყოფილი აბრეშუმი ფაბრიკის ტერიტორიის რუკიდან მდინარე ვერეს კალაპოტის შეზღუდვა წაშალეს, აბსურდია.

„ბევრი ეძიეს, მაგრამ ვერაფრით ამტკიცებენ, რომ ყოფილი აბრეშუმის ქარხნის ტერიტორიაზე არსებობს რაიმე შეზღუდვები, ამიტომ გადაწყვიტეს არარეალური ბრალდებები გაეჟღერებინათ. მინდა განვმარტო, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე არანაირი შეზღუდვა არ ვრცელდება, მათ შორის არც შეტბორვის და არც წყალდაცვითი. ამას გარდა, თუ რაიმე შეზღუდვა იარსებებს, ეს ყველაფერი გათვალისწინებული იქნება განაშენიანების რეგულირების გეგმის ეტაპზე. მე ვერ ვხდები, რატომ უნდა შეეჩერებინა კომისიას ეს საკითხი, რა საფუძვლიანი ეჭვი არსებობს, რომ აღნიშნული პროექტი მოსახლეობისთვის და ქალაქისთვის საზიანო იქნება“, - განაცხადა კონსტანტინე ზარნაძემ.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის