ირაკლი ქადაგიშვილი - მეორე და მესამე მოსმენით ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომ 2028 წლამდე ყველა საპენსიო დანაზოგი იქნება მხოლოდ დაბალრისკიან აქტივებში

2023 წლისთვის უნდა მომხდარიყო საპენსიო დანაზოგების სხვადასხვა რისკის შემცველ პორტფელში გადანაწილება, მაგრამ ხელისუფლებამ ჩათვალა, რომ ეს ჯერ მაინც ნაადრევია - ვნებათაღელვა არაფერშია, ყველას დანაზოგი კანონით არის დაცული ყოველმხრივ, შესაბამისი გარანტიებით, - ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ადამიანს უნდა ჰქონდეს უფლება, რომ საკუთარი შემოსავლები რისკების მიხედვით მართოს.

„2023 წლისთვის უნდა მომხდარიყო საპენსიო დანაზოგების დაბალრისკიანიდან სხვადასხვა რისკის შემცველ პორტფელში გადანაწილება, მაგრამ ხელისუფლებამ ჩათვალა, რომ ეს ჯერ მაინც ნაადრევია, ამიტომ, ამ კანონის ამოქმედება ამ მიმართულებით დროებით შეჩერებულია. პირიქით, მეორე და მესამე მოსმენით ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომ 2028 წლამდე ყველა საპენსიო დანაზოგი იქნება მხოლოდ დაბალრისკიან აქტივებში. მხოლოდ ბენეფიციარის ინდივიდუალური გადაწყვეტილებით იქნება შესაძლებელი, რომ მან, კონკრეტულმა პირმა, საკუთარი დანაზოგი გადაიტანოს საშუალო, ან მაღალრისკიან პორტფელში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ადამიანს უნდა ჰქონდეს უფლება საკუთარი შემოსავლები რისკების მიხედვით მართოს. ყველაფერი ნათელია, ვნებათაღელვა არაფერშია, ყველას დანაზოგი კანონით არის დაცული ყოველმხრივ, შესაბამისი გარანტიებით“,- აღნიშნა ქადაგიშვილმა.

ფარხატ მამედოვი -  აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს შექმნას პირობები, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღოს გადაწყვეტილება დარჩნენ ყარაბაღში, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები
გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 25.09.2023
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პლატფორმა Saasargeblo.ge წარადგინა
სადისტრიბუციო კომპანია მზიური BDO Digital-თან პარტნიორობით თანამედროვე ERP სისტემას ნერგავს
TKT.GE განცხადებას ავრცელებს
განსაკუთრებული შეთავაზება „ჰიუნდაის“ ბესტსელერ მოდელზე  30 ოქტომბრამდე გრძელდება
კურორტ გოდერძიზე „ალიანს ჯგუფმა“ ახალი ტიპის კომპლექსს ჩაუყარა საფუძველი