სანდრო რაქვიაშვილი - „ნაცმოძრაობას“ პრეზიდენტზე ზეწოლის ბერკეტი უჩნდება, პრეზიდენტმა შეიძლება დათმოს და შეიწყალოს სააკაშვილი, მაგრამ ბოლომდე „ნაცობა“ „შეეტენება“ – „ოცნებას“ მიშას გამოშვება სხვისი ხელით უნდა

„ნაციონალურ მოძრაობას“ პრეზიდენტზე ზეწოლის ბერკეტი უჩნდება, პრეზიდენტმა შეიძლება დათმოს, შეიწყალოს სააკაშვილი და მას ბოლომდე „ნაცობა“ „შეეტენება“ – „ოცნებას“ მიშას გამოშვება სხვისი ხელით უნდა, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „გირჩის“ დეპუტატმა სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა.

რაქვიაშვილი აცხადებს, რომ იმპიჩმენტის პროცედურის წამოწყებას სხვა ახსნა არ აქვს.

„ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა მიშა გამოუშვას, რომ წინასაარჩევნოდ „ბუა“ ჰყავდეთ, რადგან ახლა ციხეში რომ ზის, ძალიან სუსტად გამოიყურება პოლიტიკურად, მაგრამ თვითონ ვერ გამოუშვებენ და ყველაფერს აკეთებენ, რომ ეს სხვისი ხელით გააკეთონ. ახლა რაშია საქმე - „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე იმპიჩმენტს ვერ გააკეთებენ, 13 ადამიანი სჭირდებათ მოისყიდონ ოპოზიციიდან და ამას ვერ გააკეთებენ, მაგრამ ასეთ კონფიგურაციაში „ნაციონალურ მოძრაობას“ პრეზიდენტზე ზეწოლის ბერკეტი უჩნდება, რომ „თუ მიშას არ გამოუშვებ, იმპიჩმენტს დავუჭერ მხარს“, ამ სიტუაციაში პრეზიდენტმა შეიძლება დათმოს, შეიწყალოს მიშა და ბოლომდე „ნაცობა“ „შეეტენება“, „ქართულ ოცნებას“ კი „ბუა“ ეყოლება და ხმების მობილიზაციას მოახდენს, რაც მთავარია მისი გამოშვება „ქართულ ოცნებას“ არ დაბრალდება, რადგან თავიდან ბოლომდე პრეზიდენტის ლანძღვაში არიან წელიწადნახევარია. სხვა ახსნა ამას არ აქვს. თუ იმპიჩმენტზე ვსაუბრობთ, საკუთარი თავის იმპიჩმენტით დაიწყონ, საგამოძიებო კომისიის ნაწილში რომ დაარღვიეს კონსტიტუცია,“ - განაცხადა რაქვიაშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ვაშინგტონი დაელოდება არჩევნების შედეგებს, მანამდე კი „გამაფრთხილებელი“ ღონისძიებები გატარდება
ქართული პრესის მიმოხილვა 23.05.2024
კახა ოქრიაშვილი - ძალიანაც რომ მოინდომონ „ოცნებამ“ და რუსეთმა, საქართველოში ომი მაინც არ იქნება!
„ოკიტელის“ ოფიციალური წარმომადგენლობა - საქართველო კავკასიის ჰაბია, სადაც ჩვენი ტექნოლოგიების დანერგვა მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონთან უფრო მარტივად დაგვაკავშირებს
საუკეთესო პრემიალური სასმელი და საუკეთესო მარკეტინგული კამპანია „ლიმონათი ბორჯომისგან“ Zenith Global’s InnoBev Awards 2024-ის გამარჯვებულია
კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 5 წლისაა
მდგომარეობა კრიპტოვალუტის ბაზრებზე - მაღალი სიხშირის მერყეობა და სხვა პარამეტრები
Technovation Girls SAKARTVELO 2024-ის გამარჯვებულები
მასშტაბური ცვლილება ფინანსური ანგარიშგების წარდგენის სტანდარტში: ფასს 18 (IFRS 18)