გერმანიის ელჩი - 2023 წლის მეორე ნახევარში მთავარი ამოცანაა უზრუნველვყოთ, რომ დეკემბერში საქართველომ მიიღოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი

ახლა 2023 წლის მეორე ნახევარში მთავარი ამოცანაა უზრუნველვყოთ, რომ დეკემბერში საქართველომ მიიღოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, - ამის შესახებ მიმართვა საქართველოში გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში გაავრცელა.

მისი თქმით, ეს ისტორიული შესაძლებლობაა, რომელზეც ერთად უნდა ვიმუშაოთ - სწორედ ახლა 2023 წლის მეორე ნახევარში.

„ძვირფასო მეგობრებო, მოგესალმებით ქალაქ ვაიმარიდან. ზუსტად ერთი წლის წინ მე და ჩემი მეუღლე თბილისში ჩამოვედით და ეს თარიღი მაძლევს იმის მიზეზს, გასულ ერთ წელიწადს გადავხედო და ორი მნიშვნელოვანი რამ აღვნიშნო. პირველი, ის, რომ ძალიან შეგვიყვარდა ლამაზი თბილისი და გულთბილი ქართველები და მეორე ის, რომ ახლა 2023 წლის მეორე ნახევარში მთავარი ამოცანაა უზრუნველვყოთ, რომ დეკემბერში საქართველომ მიიღოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. ეს ისტორიული შესაძლებლობაა, რომელზეც ერთად უნდა ვიმუშაოთ - სწორედ ახლა 2023 წლის მეორე ნახევარში. გულთბილი მოკითხვები გერმანიიდან. დროებით!!!“- განაცხადა პეტერ ფიშერმა.

გიორგი სანიკიძე - რუსეთში დღეს იმდენად დიდია დაბნეულობა, იმდენადაა იგი გარიყული საერთაშორისო ასპარეზიდან და დასუსტებულია, არა მგონია მას სამხრეთ კავკასიაში მიზანმიმართული პოლიტიკის განხორციელების უნარი ჰქონდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.10.2023
მისაბმელი ტრაილერების მწარმოებელი გერმანული კომპანია „შმიტც კარგობული“ (Schmitz Cargobull) საქართველოს ბაზარზე შემოვიდა
კახა ოქრიაშვილი - ასეთი სუს-ის იმედზეა ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი საწყალი ქვეყანა?
დრესაპ ჯგუფი აჭარის რეგიონში 14 ახალ მაღაზიას ხსნის
თინეთი DeGameFi-ს ოფიციალური პარტნიორია
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა