მამუკა მდინარაძე - ორშაბათს გვექნება უმრავლესობის სხდომა, სადაც 50-ზე გაცილებით მეტი ხელმოწერა იქნება - სამწუხაროდ, ისტორიას შემორჩება ფაქტი, რომ საქართველოს პრეზიდენტმა ქვეყნის უმაღლესი კანონი დაარღვია

50 ხელმოწერა ჯერ მზად არ არის. ორშაბათს ჩვენ გვექნება უმრავლესობის სხდომა, სადაც 50-ზე გაცილებით მეტი ხელმოწერა იქნება. სამწუხაროა, რომ ისტორიას შემორჩება ფაქტი - საქართველოს პრეზიდენტმა დაარღვია ქვეყნის უმაღლესი კანონი, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ისაუბრა, თუ რატომ იწყებენ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურას.

მისი განმარტებით, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უხეშად არღვევდა საქართველოს კონსტიტუციას, მმართველმა გუნდმა ორდღიანი ფიქრის, მსჯელობის, პოლიტსაბჭოს ფორმატში საბოლოოდ მსჯელობის შემდეგ გადაწყვიტა, რომ საკითხი რეაქციის გარეშე არ დაეტოვებინა.

„კარგად გვაქვს ისიც გააზრებული, რომ შედეგი უდიდესი ალბათობით ამას არ მოჰყვება იმიტომ, რომ უკვე ვნახეთ ჩვენი ოპონენტების რეაქციები, როგორ გადაეფარნენ ადამიანს,რომელმაც კონსტიტუცია დაარღვია და გახდნენ კონსტიტუციის დარღვევაში მისი თანამონაწილეები, მაგრამ ისევ ვფიქრობთ, რომ რეაქციის გარეშე დატოვება არ შეიძლება, ხაზგასმით ვამბობ, ადამიანის, პიროვნების მიერ რომელიც კონსტიტუციის მთავარი გარანტი უნდა იყოს, ამ კონსტიტუციის დარღვევა. ეს რეაქცია ჩვენს მიერ არის იმპიჩმენტის საკითხზე მსჯელობა, შემდეგ იმპიჩმენტის საკითხის აღძვრა. რა თქმა უნდა, 50 ხელმოწერა ჯერ მზად არ არის. ორშაბათს ჩვენ გვექნება უმრავლესობის სხდომა, სადაც 50-ზე გაცილებით მეტი ხელმოწერა იქნება და სამწუხაროა, რომ ისტორიას შემორჩება ფაქტი, რომ საქართველოს პრეზიდენტმა დაარღვია ქვეყნის უმაღლესი კანონი“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ამასთან, ის გამოეხმაურა ოპოზიციის რეაქციას ზურაბიშვილის მიმართ იმპიჩმენტის გამოცხადების შესახებ.

„გუშინ, მთელი დღის განმავლობაში, ქართული რადიკალური ოპოზიცია დაეწყო და როგორც ჩანს, დავალების შესაბამისად ერთხმად ახმოვანებდა ერთ, საერთო მესიჯს, რომელიც ტყუილ ნარატივზე იყო აგებული. მათ სცადეს, რომ მაკიაველისთვის მოეხმოთ და ეთქვათ, ასეთი იყო საერთო მესიჯბოქსი - „მიზანი ამართლებს საშუალებას“, მაგრამ აქ მნიშვნელოვანია ორივე მიმართულება, ჯერ მიზანში არავინ არის დარწმუნებული, პირიქით, დარწმუნებულები ვართ, რომ არა ევროპული მიზანი, არამედ ის არის მტკიცებულებებით გამყარებული. პირველი, პრეზიდენტმა თქვა, რომ სწორი იყო კანდიდატის სტატუსის არმიცემა. ეს მტკიცებულება არსებობს და არა, მსჯელობის შედეგია. ფაქტია, რომ მან თქვა, სწორი იყო და გაფრთხილება იყო, ანუ საქართველო შარშან არ იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს. მეორე - მან წელსაც, საპარლამენტო ტრიბუნიდან თქვა, რომ ფორმალურად სრულდება რეკომენდაციები, ანუ წელსაც არ იმსახურებს სტატუსს. ამ ფრაზების ავტორი ამბობს, რომ ის მიდის ევროპაში კანდიდატის სტატუსის მხარდასაჭერად, რაც დაუჯერებელია. ანუ მიზანი წარმოჩენილია არასწორად, სინამდვილეში არის ანტიევროპული და ანტისახელმწიფოებრივი“, - განაცხადა მდინარაძემ.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციის ნარატივში ზის, რომლის მთავარი მზიანია, როგორმე საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი და ეს ხელისუფლებას დაჰბრალდეს, შემდეგ ეს მათ გეგმებში ჩაჯდეს იმისთვის, რომ სხვადასხვა მიზნებისთვის გამოიყენონ.

გარდა ამისა, ჟურნალისტების კითხვაზე, იყო, თუ არა იმპიჩმენტის დაწყების გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილთან შეთანხმებული, მდინარაძე ამბობს, რომ „არა“.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის