ლევან ხაბეიშვილი - როცა ვლაპარაკობთ ჩოხატაურში ნოდარ დუმბაძის სკვერის გადარჩენაზე, გვახვედრებენ „ტიტუშკებს“, „ნასედკებს“, ქალებსაც არ ინდობენ, სცემენ - მოვუწოდებ დიპლომატებს, ამ საკითხით დაინტერესდნენ

როცა ვლაპარაკობთ ნოდარ დუმბაძის სკვერის გადარჩენაზე, გვახვედრებენ „ტიტუშკებს“, „ნასედკებს“, ქალებსაც არ ინდობენ, სცემენ და ფიზიკურად უსწორდებიან პოლიციელების თანდასწრებით,-ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ის კოლეგებთან ერთად პირადად აპირებს ჩოხატაურში ჩასვლას და საინფორმაციო ბუკლეტების დარიგებას.

ამასთან, ლევან ხაბეიშვილმა დიპლომატებს მოუწოდა, ჩოხატაურში მომხდარი ინციდენტით დაინტერესდნენ.

„რუსული პარტიის წარმომადგენლებმა და ჩოხატაურის ადგილობრივმა ოლიგარქმა, რომელმაც სხვათა შორის, რუსულ კანონს მხარი დაუჭირა, რუსმა ჩიგოგიძემ გადაწყვიტა, ჩოხატაურის რაიონში გააუქმოს ნოდარ დუმბაძის სახელობის სკვერი. როცა ამ გადაწყვეტილებას იღებს, ეს არის ჩვენი საზოგადოების, ჩოხატაურელების და გურულების დაცინვა. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კამპანია წამოიწყო ჩოხატაურში, სადაც ბუკლეტზე ხატია რუსი ოლიგარქი ჩიგოგიძე, რომელმაც რუსულ კანონს მხარი დაუჭირა, ასევე ადგილობრივი მერი და საკრებულოს თავმჯდომარე. უკან საინფორმაციო მასალაა, რომ ჩოხატაურში, ნოდარ დუმბაძის სკვერს ასხვისებენ. ამ საინფორმაციო ბუკლეტებს არიგებდა „ნაციონალური მოძრაობა“ დღეს ჩოხატაურში, როცა მიაგზავნეს „ნასედკები“, ესენი არ არიან „ზონდერები“. როცა პოლიციელებთან ერთად ფიზიკურად უსწორდები ადამიანებს და პოლიცია არ რეაგირებს, მეტიც გეხმარება. იძალადეს მათ შორის ქალებზე, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეზე. ფიზიკურად გაუსწორდნენ ოზურგეთის პარტიის თავმჯდომარეს დავით მჟავანაძეს, ასევე ჩოხატაურის საკრებულოს წევრს, არჩილ სიხარულიძეს და კიდევ რამდენიმე ჩვენს თანამებრძოლს. ჩიგოგიძის მიგზავნილი „ნასედკები“ პირდაპირ ეთერში ძალადობდნენ. მინდა მოვუწოდო საერთაშორისო პარტნიორებს, დიპლომატებს, ჩემო ძვირფასებო, როცა 12 პუნქტზე, ჩვენს ევროპულ მომავალზე ვსაუბრობთ, კარგად უნდა გესმოდეთ, როგორ ხალხთან გვაქვს საქმე“,-განაცხადა ხაბეიშვილმა.

მან „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს მიმართა, რომ „თავს არავის დააჩაგვრინებენ“.

„მოვუწოდებ დიპლომატებს, ამ საკითხით დაინტერესდნენ. ცხადია, ჩემს კოლეგებთან ერთად პირადად ვაპირებ, რომ ჩოხატაურში ჩავიდე. მასალას, რომელიც დასარიგებელია, ჩემს თანამებრძოლებთან ერთად დავარიგებ. აბა, მობრძანდით, თუ ბიჭები ხართ. რომ „დაჩმორდით“ მარტვილში და სამტრედიაში, ქვებით რომ მოგვდევდით, აბა თუ მაგარი ბიჭები ხართ, მოდით ჩოხატაურში. ჩვენ ძალადობას ვერ წავახალისებთ და არც მოგვწონს, მაგრამ ყველამ კარგად უნდა იცოდეს- ვერავის თავს ვერ დავაჩაგვრინებთ და ვერც იმის შესაძლებლობას მივცემთ, თავ-ყბა დაგვიმტვრიონ. აუცილებლად დავიცავთ საკუთარ თავს, როგორც მარტვილში, სამტრედიაში და საგარეჯოში, მერე წკმუტუნით რომ გაიქეცით“,-განაცხადა ხაბეიშვილმა.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, ჩოხატაურში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, სკვერის გასხვისების საინფორმაციო ბუკლეტების დარიგების დროს, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა